დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩიორა თაქთაქიშვილი - საქართველო გახდება ევროპის ნაწილი და შევა ნატო-ში, მაგრამ ალბათ ივანიშვილის გარეშე
ავტორი:
2014/ივლისი/18 15:30:02
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი და შევა ნატო-ში, მაგრამ ალბათ ბიძინა ივანიშვილის გარეშე , - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალში გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ასე გაგრძელება დაუშვებელია.
"ის რაც დღეს საქართველოში ხდება, არ ხდება ევროპაში. ასეთი რამ შეუთავსებელია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზასთან და შესაბამისად, ეს არ უნდა მოხდეს ევროპულ საქართველოში, რომელსაც დღეს პირველად ფორმალურად გავაფორმებთ საქართველოს პარლამენტში. ეს არ ესმის ბიძინა ივანიშვილს და მის ხელქვეითებს. ისინი არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტში არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილს და თავად მათი გუნდის წევრ პრეზიდენტსაც კი. მოტივით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმს არ ატარებენ. სამაგიეროდ, სამაგალითოდ გვისახავენ შევარდნაძის დროინდელ იდეოლოგიას. უსმენენ და ეთანხმებიან შევარდნაძის დროინდელ ლიდერებს – თენგიზ კიტოვანს და რეზო ამაშუკელს. თუნდაც მომავალში გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ასე გაგრძელება დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ძალიან, ძალიან მალე ეტყვის უარს წარსულში დაბრუნებას. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი და შევა ნატო-ში, მაგრამ ალბათ ბიძინა ივანიშვილის გარეშე. მაშინ კი ნამდვილად იქნება მოლოცვები, ზეიმიც და სამხედრო აღლუმიც", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება პირველ რიგში ეძღვნებათ იმ ადამიანებს, ვინც უარი უთხრეს ედუარდ შევარდნაძეს, უშუქობას, მხედრიონს, ბასილ მკალავიშვილს და ჩამოქცეულ ინსტიტუტებს.
"მინდა მადლობა ვუთხრა ვინც 2003 წლის წვიმიან დღეებში იღებდნენ მონაწილეობას ვარდების რევოლუციაში. ამ ადამიანებმა უარი უთხრეს ედუარდ შევარდნაძეს, უშუქობას, მხედრიონს, ბასილ მკალავიშვილს და ჩამოქცეულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი ევროპული საქართველოს სასარგებლოდ და ამ ადამიანებს ეძღვნებათ პირველ რიგში დღევანდელი წარმატება. დღეს ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ევროინტეგრაციაში, ეს არის ფაქტი, მაგრამ ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ვარდების რევოლუციის ლიდერები ციხეში არიან, დაჭერით ემუქრებიან მისი გუნდის წევრებს, ოჯახის წევრებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სადარბაზოებში ხვდებიანდა ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს. უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრება ხელისუფლება "რუსთავი 2"-ს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ვხედავთ, რომ რუსეთის ჯაშუშებს ციხიდან უშვებენ, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდა რუსეთს, იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დღევანდელი ხელისუფლება ციხეში სვამს. ხელისუფლებისგან მხარდაჭერილია რელიგიური ექსტრიმიზმი. მრავალი ათასი ადამიანი გამძვირვანებული არბევს და ჩასაქოლად იმეტებს 17 მაისის აქციის მონაწილეებს, განსხვავებული შეხედულების ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიდან", - აღნიშნა დეპუტატმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია