დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ავტორი:
2014/ივლისი/18 12:00:02
უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
"დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები საბედნიეროდ არ არიან", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში მომხდარზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ყველა იმ ქვეყნის მთავრობას მიუსამძიმრა, რომლის მოქალაქეებიც ავოაკატასტროფას ემსხვერპლნენ. მაია ფანჯიკიძემ დაღუპულთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია