დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ბერძენიშვილი - დღევანდელი დღე ისტორიაში შევა როგორც ევროპისკენ სვლის დღე
ავტორი:
2014/ივლისი/18 11:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ევროპისკენ სვლის დღე. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს ის შემთხვევაა როცა ყველა პოლიტიკური ოპონენტი ერთ მოსაზრებაზეა.
,,დღეს ჩვენ მივიღებთ ამ ისტორიულ დოკუმენტს და ეს დღე ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც უკანმოუბრუნებლობის დღე ანუ ევროპისკენ სვლის დღე. მთავარია ჩვენ ევროპისკენ სვლა გულწრფელად გვინდოდეს. ყველა ეჭვი ამ ხელისუფლების მიმართ, რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, გაქარწყლებულია. თუ ვინმეს უნდა მაინცდამაინც ჩაიხვიოს ამაზე, მაშინ ჩაიხვიოს", – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს. ფანჯიკიძის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტით დადგენილი განხილვის პროცედურა გაგრძელდება.
17:00 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია