დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
ავტორი:
2014/ივლისი/18 10:30:02
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდება. სხდომა 12:00 საათზე იწყება.
დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარუდგენს. ფანჯიკიძის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტით დადგენილი განხილვის პროცედურა გაგრძელდება.
17:00 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია