დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სექტემბრიდან ასოცირების ხელშეკრულების 80% ამოქმედდება
ავტორი:
2014/ივლისი/18 09:30:02
ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით , ხელშეკრულების დროებითი გამოყენება სექტემბრის თვიდან მოხდება, რაც ყოვლისმომცვლელი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებას გულისხმობს. ფანჯიკიძის თქმით, ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ის ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
,,პლენარულ სხდომაზე მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება. ორშაბათს მივემგზავრები ბრიუსელში, აღმოსავლეთი პარტნიორობის მინისტერიალზე, სადაც იქნება 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სადაც მე, რატიფიცირების სიგელს ჩავიტან. პირველ რიგში ამით დასრულდება პროცედურები. ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. ამოქმედდება ხელშეკრულების 80% და ეს პირველ რიგში ეხება ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების საკითხებს", - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია