დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დარჩიაშვილი - ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება
ავტორი:
2014/ივლისი/17 13:30:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლების მხრივ ხელისუფლება გარკვეული სირთულის წინაშეც აღმოჩნდეს.
,,ეს არის ძალიან მრავალფეროვანი დოკუმენტი რომელიც გულისხმობს ყველა სფეროში თანამშრომლობას. ამას სჭირდება რეფორმები, შემდგომი ჰარმონიზაციაც, მათ შორის ტექნიკურ საკითხებზე. დღევანდელ ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო და ლომის წილი შესრულებული იყო წინა ხელისუფლების დროს. როგორ მოხდება იმპლემენტაცია განსაკუთრებით დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლების მხრივ, ამაზე მე პირადად ბევრი კითხვები მაქვს", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში დავით დარჩიაშვილი.
ხვალ საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია