დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - მოწვეულ სტუმრებს შორის პრეზიდენტის არყოფნა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას
ავტორი:
2014/ივლისი/17 12:30:01
საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ის რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის პრეზიდენტი არ არის იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას და მთავრობას.
,,ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ეს არის კაპრიზი მთავრობის მხრიდან და არამარტო მთავრობის, არამედ იმ ადამიანის, რომელიც არაფორმალურად მართავს მთავრობას. ეს ჩრდილს აყენებს ქვეყანას და მიმდინარე პროცესებს", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში სერგო რატიანი.
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპელ სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია