დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება
ავტორი:
2014/ივლისი/17 11:30:02
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხვალ ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრისტიან ვიგენინი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს საქრთველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება, როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კრისტიან ვიგენინი საქართველოს პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრება. იგეგმება სხდომაზე მისი სიტყვით გამოსვლაც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია