დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა 
ავტორი:
2014/ივლისი/16 19:30:04
დღეს გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად ურეკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა, რომელიც საგანგებოდ მაგნიტური ქვიშის მახლობლად იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით აშენდა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ცენტრში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა და ტოშიო კაიტანიმ შენობა დაათვალიერეს, ცენტრის მესვეურებს გაესაუბრნენ და იქ მყოფ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ცენტრის ფუნქციონირების თაობაზე და იმ პროექტებით დაინტერესდა, რომელთა განხორციელებას გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია გეგმავს. გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია