დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ხვალ ავსტრიის პარლამენტის მეორე პრეზიდენტს შეხვდება
ავტორი:
2014/ივლისი/15 20:00:02
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 15-16 ივლისს, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოპფი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კარლჰაინც კოფი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან, ფინანსთა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.
ვიზიტის ფაგრლებში დაგეგმილია ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტის შეხვედრები საპარლამენტო უმცირეობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია