საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება
სულ ნანახია 763
ავტორი:

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს  დანიშნა

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  წალკის, ჭიათურის,  აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

გარდა ამისა, ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.  

არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო  ოლქშიმოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.  

საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია