დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებზე
ცესკო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებზე
სულ ნანახია 1579
ავტორი:

 

ცესკოში შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.

შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.

 

 

შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია

· მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა;

· ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის - იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;

· სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის - არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის შესახებ პოსტერი.

იმ შემთხვევაში, თუ ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლები მომართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება.

 

 

შშმ ამომრჩევლების ინფორმირება

·              ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეო-რგოლი ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა);

·  საარჩევნო პერიოდში, ბანერში ,,საარჩევნო რუკაგანთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალი იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შესახებ, რომლებიც ადაპტირებულია (იხილეთ ბმული: http://map.cec.gov.ge/)

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58- მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

ცესკოს 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებით დარეგულირებული აქვს იმ კატეგორიის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რომლებიც ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებენ ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებასაღნიშნულ დადგენილებაში, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის 14 ივლისს (დადგენილება №45/2016).

მიღებული დადგენილების და მასში შესული ცვლილების შესაბამისად, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ  აქვს ზედა კიდურები:

· არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას;

· საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაშიამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერსფიზიკური მდგომარეობადა აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით;

· ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში (დადგენილება №45/2016).

გარდა კანონმდებლობისა საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად ითვალისწინებს გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და ხელს უწყობს კონვენციის მიზნების განხორციელებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია