დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვის აქვს საარჩევნო უფლება
ვის აქვს საარჩევნო უფლება
სულ ნანახია 2572
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო უფლება არის ორი სახის -  აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება.

აქტიური საარჩევნო უფლება ნიშნავს, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, ხმა მისცეს და ამ გზით მიიღოს მონაწილეობა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში (რეფერენდუმში/პლებისციტში).

პასიური საარჩევნო უფლება კი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეს თავად შეუძლია, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

· საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების (რეფერენდუმის/პლებისციტის) დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს;

· არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

საქართველოში არჩევნები (ისევე როგორც რეფერენდუმი და პლებისციტი) ტარდება შემდეგი ძირითადი პრინციპების თანახმად:

ა)  მონაწილეობის საყოველთაო უფლება - რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო უფლება აქვს ყველა საქართველოს მოქალაქეს (გარდა, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ);

ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება - არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ და არავის აქვს უპირატესობა და ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერს/გამგებელს ამომრჩევლები ირჩევენ პირდაპირ და უშუალოდ;

 

დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა - საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ასევე, დაუშვებელია რაიმე სახის კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია