საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ძველ-ახალი კანდიდატების არახალი დაპირებები ქუთაისს
ძველ-ახალი კანდიდატების არახალი დაპირებები ქუთაისს
სულ ნანახია 1008
ავტორი:

„სამართლიანობისა და თანასწორობისპრინციპების სახელით  საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისში სამი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა.

შესაბამისად, ქუთაისელები და თერჯოლის რამდენიმე სოფელი 3 მაჟორიტარს არჩევს. პარტიებმა უკვე წარადგინეს თავთავიანთი კანდიდატები. ქუთაისის ინტერესების დაცვა 2016 წელს არჩეულ პარლამენტში რამდენიმე დამოუკიდებელ კანდიდატსაც სურს.  საერთო ჯამში ქუთაისელთა გული მოგებას 20–მდე კანდიდატი შეეცდება.

 

კანდიდატების უმრავლესობა ადგილობრივები  არიან, ერთადერთი  ,,გარე ძალაგიგი წერეთელია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან ქუთაისის #49 მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

უმრავლესობა მამაკაციამხოლოდ ხუთი ქალბატონი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. აქედან ორი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით. ქართულმა ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და პაატა ბურჭულაძის პარტიამ  ქუთაისისთვის ვერცერთი ქალი კანდიდატი გამოიმეტეს, თავისუფალი დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის სამსამი კანდიდატიდან თითო ქალიკანდიდატიარაც შეეხება რესპუბლიკელებს, გენდერული ბალანსი აქაც დარღვეულია, ოღონდ არატრადიციულ ასპექტში  – ქუთაისში მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ჰყავთ და ისიც ქალბატონია.

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან ქუთაისელების  ნდობის მოპოვებისთვის გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, და დიმიტრი მხეიძე იბრძოლებენ.

ანდრეა რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41– საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი ქუთაისის #47 მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. საარჩევნო კამპანია  კანდიდატად დასახელების  თითქმის პირველი დღიდანვე დაიწყო. მისი მთავარი დაპირება დასაქმების პრობლემის მოგვარებაა.

 

 

გენადი მარგველაშვილი ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” :  იმისთვის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს და ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს,   ,,ქართულ ოცნებასაქვს სპეციალური გეგმა, მოსახლეობის გადამზადებასთან დაკავშირებით, მინიმუმ ორი დასაქმებული მაინც უნდა იყოს ოჯახში, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს და ამას ჩვენ გავაკეთებთ”.

გენადი მარგველაშვილს 47– მაჟორტარულ ოლქში კონკურენციას ნაციონაური მოძრაობიდან ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე გაუწევს.თევდორაძე მაჟორიტარად კენჭს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იყრიდა, მაშინ ის გუბაზ სანიკიძესთან დამარცხდა, თუმცა პარლამენტის წევრი მაინც გახდა პროპორციული სიით.

თევდორაძის  მთავარი მესიჯი ისევ ძველია –,,ქუთაისი  უნდა იქცეს საპარლამენტო დედაქალაქად და  ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად.“  თვლის, რომ  ქალაქის საპარლამენტო სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. არახალია სხვა დაპირებებიც: „24 საათიანი წყალმომარაგება ქუთასსეს სლოგანი ქუთაისელებს ნაციონალური მთავრობის პირობებში  მთელი 9 წელი ესმოდათ, აღნიშნული პრობლემა არცოცნებისოთხწლიანი მმართველობის პირობებში გადაჭრილა.

აღნიშნულ მაჟორტარულ ოლქში კანდიდატად კიდევ ერთი ,,პარტიანაცვალინაციონალი არის წარდგენილი, საკრებულოს მრავალგზის თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი პარტიიდან-,,პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვისიყრის კენჭს.

,,ვფიქრობ, ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის შემთხვევაში, აუცილებალდ მივაღწევ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ქუთაისის შესახებ. მასში განსაზღვრული იქნება ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.“ – ამბობს ამირან ხვადაგიანი.

თავისუფალი დემოკრატებიდან აღნიშნულ ოლქში გიორგი ხაზარაძე იყრის კენჭს. პატრიოტთა ალიანსიდან- ნინო ონიანი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის  სტატუსით იბრძოლებს ნესტან (ნატო) დანელია, რომელიც, თავიდან 47– ოლქში  გიორგი ვაშაძემ ჯერ წარადგინამერე პოლიტიკურპარტიული გადათამაშების გამო, ,,ჩამოალაბორანტა“.  ვაშაძემ დანელიას სხვა ოლქებში შესთავაზა კანდიდატად წარდგენა, მაგრამ დანელია არ დათანხმდა. როგორც თავად ამბობს, მისი ძითითადი ამომრჩეველიმისი მეზობლები იქნებიან, რომლებიც დანელიას ძალიან კარგად იცნობენ და ჰგონია, რომ გამარჯვების  შანსიც მაღალია.

ქუთაისის №48 მაჟორიტარულ ოლქში  7 დეპუტატობის კანიდატია წარდგენილი.  ,,ქართული ოცნებიდანქუთაისის კლინიკა ENT– დირექტორი დიმიტრი მხეიძეა, რომელიც ნაციონალების დანაპირები საპარლამენტო სტატუსის საპირწონედ ქუთაისს ტექნოლოგიური განათლების ქალაქის სტატუსს პირდება. ,,ქუთაისში აშენდება ამიერკავკასიაში ლიდერი ტექნლოგიური უნუვერსიტეტი, რომლის მშენებლობაშიც ნახევარ მილიარდზე მეტია გათვალისწილებული. ქუთაისი, რომლის უფუნქციობაზეც ჩვენ, ქუთაისელებს გულისტკივილით გვიწევდა საუბარი, მალე ტექნოლოგიური განათლების ქალაქად გადაიქცევა. ეს იქნება ძლიერი ქალაქი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურით, სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით, სტუდენტური პანსიონებით.“

პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებული ,,გირჩისდეპუტატობის კანიდატი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი თემურ ცამციშვილი აღნიშნული ოლქის ამომრჩეველს არაფერსაც არ პირდება. თვლის, რომ ხალხი დაიღალა დაპირებებით და სჯობს, ქმედებაზე გადავიდნენ. ,,აუცილებელია,პარლამენტმა მხარი დაუჭიროსე კონომიკურ რეფორმებს,რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი სთავაზობს საზოგადოებას. ჩვენი მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ რაც შეიძლება, მეტი ადამინი იმაში, რომ ქვეყნის წინსვლის და წარმატების ერთადერთი შანსი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში მდგომარეობს.“

აღნიშნულ ოლქში ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს აკაკი ბობოხიძე იყრის, რომელიც მრავალგზის გამოცდილი პარლამენტარია. თავისუფალი დემოკრატებიდან– გია გუმბერიძე, ეროვნული ფორუმიდან –კახაბერ დვალიშვილი, პატრიოტთა ალიანსიდან – გია ბახტაძე, მათ კონკურენციას ერთადერთი ქალი კანდიდატი გაუწევს. ნატო ქათამაძე ,,რესპუბლიკურიპარტიიდან არის წარდგენილი. მისი მთავარი დაპირება პარტიის დაპირებების იდენტურია – ,,დროა განვთავისუფლდეთ!“  ქათამაძე ქუთაისის საკრებულოს წევრია, წესით უმრავლესობის წევრი, თუმცა, არჩევის დღიდანვე ის ადგილობრივი ხელისუფლების ერთერთი მთავარი  და უკომპრომისო ოპონენტია.

ქუთაისის #49 ოლქის ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს.

ოცნებიდანკენჭს  შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყრის, რომელსაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ  საკმაოდ ძლიერი  კანდიდატი დაუპირისპირა, გამოცდილი პოლიტიკოსი გიგი წერეთელი. აღნიშნულ ოლქში პაატა ბურჭულაძის პარტიიდან კენჭს ზვიად ბაღდავაძე, თავისუფალი დემოკრატებიდან კი –  ჟურნალისტი ლელა სებუა იყრიან.დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას შორენა  ჯანხოთელი და ავთანდილ გოდუაძე.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია