საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა
მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა
სულ ნანახია 1989
ავტორი:

„ქართული ოცნების“ მმართველობის განვლილ 4 წელიწადში ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა. ეკონომიკა და ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო წნეხისგან, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვით და კერძო სექტორზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა სტაბილური და უსაფრთხო ბიზნეს გარემო, მოხდა ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიული განვითარების ყველა მიმართულებით, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. ყველა ფუნდამენტური მიმართულებით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა მსოფლიოში გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებში.

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა თანამედროვე, დასავ- ლური ტიპის ეკონომიკის მშენებლობის წინაპირობა და ფუნდამენტი. ასევე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სოციალური პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ჩვენს პრიორიტეტებში და კვლავაც გავაგრძელებთ სოციალურ სოლიდარობას მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც  ამას საჭიროებენ.

დღეს, უკვე დროა, რომ განხორციელდეს მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკაში, მოხდეს სერიოზული გარღვევა და დაიწყოს ეკონომიკის სწრაფი განვითარების ეტაპი.

სწორედ ამ მიზნით, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ გამოწვევებს. აღნიშნული გეგმით, ჩვენი გუნდი ფოკუსირებას მოახდენს ზუსტად იმ მიმართულებებზე, რომლებიც მოიტანს თვისობრივ ცვლილებებს ქვეყნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და მოსახლეობის  კეთილდღეობის ამაღლებას.

ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, 4 პუნქტიანი გეგმით „ქართული ოცნება“ განახორციელებს:

· ეკონომიკურ რეფორმას;

· განათლების  რეფორმას;

· ქვეყნის განვითარებას ოპტიმალური სივრცითი მოწყობით;

· მმართველობის  რეფორმას.

 

ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იქნება კერძო  სექტორის  მაქსიმალურ  წახალისებაზე  და

მის გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით გაგვაჩნია გადაწყვეტილებების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთებას უფრო მიმზიდველს და მომგებიანს გახდის. შეიქმნება მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები, ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში. აღნიშნული რეფორმით, ბიზნესექტორში დარჩება ასეულობით მილიონი ლარი, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. ჩვენმა გუნდმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომელიც წინა ხელისუფლების რეპრესიული მანქანის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ იქნება კიდევ უფრო  მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ მოხდება ბიზნესის ანგარიშების დაყადაღება; კომპანიების საგადასახადო შემოწმების ვადა იქნება რეგლამენტირებული და გაუქმდება ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. აღნიშნული ნაბიჯები ბიზნესს მისცემს მეტ თავისუფლებას და გააჩენს განვითარების დამატებით პოტენციალს ეკონომიკაში.

„ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი მონაპოვარია ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა. ქართულ სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა „სტარტაპების“ დაფინანსების ინსტრუმენტი. არცერთი ბიზნეს-იდეა, რომელსაც გააჩნია განვითარების პოტენციალი არ რჩება დაფინანსების გარეშე. „სტარტაპების“ დაფინანსება იქნება სწრაფი განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

 

განხორციელდება განათლების რეფორმა. დაინერგება გერმანული დუალური განათლების სისტემა, სადაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო და საწარმოები გაინაწილებენ კომპეტენციებს, პროფესიული განათლების თეორიული და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტების მიმართულებით.

შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო განსაზღვრავს პროფესიული განათლების ცალკეულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და უზრუნველყოფს დამსაქმებლების სრულფასოვან ჩართვას პროფესიული პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და სტუდენტთა შეფასების პროცესებში. შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა. უწყვეტი განათლების პრინციპების  დანერგვა  პროფესიულ  განათლებას ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის, არამედ, ასაკის შეუზღუდავად, ყველა იმ პირისთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურს. სისტემა გახდება უფრო ღია და ინკლუზიური.

ამაღლდება პედაგოგების კვალიფიკაცია, რის შედეგადაც გაიზრდება საშუალო განათლების ხარისხი.

უმაღლესი განათლება დაეფუძნება       ეკონომიკის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს. შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი  განათლების  პრიორიტეტული მიმართულებები.

ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო დარგების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერების მხარდაჭერა.

განათლების რეფორმა უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მის მაქსიმალურ, ეფექტიან ჩართვას ქვეყნის განვითარებაში.

 

სივრცითი მოწყობის სქემა იქნება ქვეყნის განვითარების მთავარი ჩარჩო. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის ქვეყნის მდგრადი განვითარების და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ქვეყნის განვითარების პოტენციალის ოპტიმალურ ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ, სივრცითი მოწყობა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილი.

სწორი სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვით გავაუმჯობესებთ ურთიერთკავშირს ქალაქსა და სოფელს შორის, ხელს შევუწყობთ ტურიზმის განვითარებას, გავაძლიერებთ ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის და ლოჯისტიკურ ფუნქციას.

სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში მომზადდება ქალაქების და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, წერტილი დაესმება ქაოტურ განაშენიანებას. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღების და წლის განმავლობაში მათი სტაბილური  განაწილების  საშუალებას.

მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და გადაადგილებისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას. სწორი დაგეგმარებით და გააზრებული სივრცითი მოწყობით საქართველო ეფექტიანად აითვისებს ქვეყნის განვითარების პოტენციალს და მსოფლიო რუკაზე გაძლიერდება საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობა.

 

მმართველობის რეფორმა უზრუნველყოფს სახელ- მწიფო სერვისების დახვეწას და უწყებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას. უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენ გვჭირდება მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა. რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი „ფრონტ ოფისი“, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესისთვის საქმიანობის გამარტივების მიმართულებით. ბიზნესი დაზოგავს დროს და რესურსს. მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების დრო იქნება რეგლამენტირებული, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნებასტრუქტურულიერთეული, რომელიცმთავრობის წევრთა მიერ გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის მონიტორინგს  განახორციელებს.  გაძლიერდება საზოგადოების ჩართულობა მმართველობის პროცესში და უზრუნველყოფილი იქნება პროცესების ეფექტიანი მონიტორინგის საშუალება.

მოხდება ონლაინ მომსახურებების დახვეწა და გაუმჯობესება, ახალი დისტანციური სერვისების დამატება და სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია.

აღნიშნული რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას და თვისობრივ გარდაქმნას ქვეყნის განვითარებაში. მმართველობის რეფორმა უზრუნველყოფს სწრაფი განვითარების მიზნის მისაღწევად საჭირო გადაწყვეტილებების სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას.

4 პუნქტიანი გეგმის განხორციელებით ჩვენ მივიღებთ თანამედროვე, განვითარებული და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანას, შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი ადამიანური რესურსით, უსაფრთხო და სტაბილური ბიზნეს გარემოთი და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობით. სწორედ ეს კომპონენტები განაპირობებს უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობის ზრდას. ეს არის გზა, რომელიც თვისობრივ გარდატეხას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში და მას სწრაფი განვითარების რელსებზე გადაიყვანს.

საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად მოხვდა საშუალოზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. მაგრამ, ამისთვის ქვეყანას 25 წელი დასჭირდა. ამ ტემპებით განვითარება ხილულ მომავალში ქვეყანას ვერ მიიყვანს კეთილდღეობის მაღალ დონემდე. საჭიროა თვისობრივად ახალი მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს განვითარების შეუქცევად პროცესს. საჭიროა აქცენტების გადატანა გრძელვადიან განვითარებაზე, ნაცვლად პოპულისტური იდეებისა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის გულის მოგებაზე და არა ქვეყნის წინსვლაზე.

ვენ, სწორედ ჩვენი 4 პუნქტიანი გეგმით მოვახდენთ თვისობრივ გარდატეხას ქვეყნის ეკონომიკაში და დავიწყებთ განვითარების ახალ, სწრაფ ეტაპს.

 

მმართველობის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა, მმართველობის შემდგომ 4 წელიწადში, კონკრეტული გეგმით, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია