საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
იმერეთის დაქსაქსული საარჩევნო საზღვრები და საზიარო მაჟორიტარები
იმერეთის დაქსაქსული საარჩევნო საზღვრები და საზიარო მაჟორიტარები
სულ ნანახია 1092
ავტორი:

 

„ნამდვილად არ ვიცი, ვის ვირჩეთ, ქუთაისელების მაჟორტარი რატომ უნდა ავირჩიოთ ჩვენ თერჯოლლებმა? ქუთაისი ქუთაისია და მისი პრობლემები აქვს, სამი თუ ოთხი სოფელი მაინც დავიწყებულია და ახლა სულ მთლად დაგვივიწყებენ.  არ არის ეს კარგი სიახლე. ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის ძნელად გასაგებია“  - ამბობს გიორგი.

„მაჟორიტარული ოლქები“    ეს ამ არჩევენების  ერთ-ერთი მთავარი სიახლეა,

საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა  უზრუნველყო ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში ისე, როგორც უმრავლესობა ამბობს,  დაცულია ხმათა თანაბრობის პრინციპი და კონკრეტული  კანონი არ უგულვებელყოფს  ამომრჩეველთა გავლენას საარჩევნო პროცესზე. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მითითებით იხელმძღვანელა, სადაც წერია, რომ  მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად   ,,ხმათა თანაფარდობის“ ფუნდამეტალურ პრინციპში კი ამომრჩეველი ჯერჯერობით ვერ გაერკვია. 

2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში  11 მაჟორიტარული ოლქი იქნება.  ქუთაისელები  სამი მაჟორიტარულ ოლქში 47, 48, 49  აირჩევენ მაჟორიტარს. 47ე ოლქის მაჟორიტარს, ქუთაისთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები: კვახჭირი, გოდოგანი, ნაგარევი, ჭოგნარის მოსახლეობაც გაიყოფს.

გაერთიანდა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარული ოლქები, ამ ორ მუნიციპალიტეტს პარლამენტში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. ზიარი წარმომადგენელი ეყოლება  ხარაგაული, ბაღდათი ზესტაფონის (ნაწილი) ამომრჩეველს, ასევე - ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებსაც. სხვათა შორის, ეს ორი მუნიციპალიტეტი ერთადერთია ახალ მაჟორიტარულ ოლქებს შორის,  რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთს არ ესაზღვრებიან.  თითო - თითო და არაზიარი მაჟორიტარები ეყოლება სამტრედიას,  წყალტუბოს, ჭიათურასა და საჩხერეს.

საზღვრების დაყოფას არ ეთანხმება არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიცია.

გაამართლებს თუ არა ახალი დაყოფა, ეს 2016 წლის მოწვევის პარლამენტში გამოჩნდება, თუმცა, ამასაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარებს აღარ აირჩევენ.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია