საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისში ხუთვშილიანი დედა ბინის გარეშე რჩება
ქუთაისში ხუთვშილიანი დედა ბინის გარეშე რჩება
სულ ნანახია 1070
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

24 აგვისტოს ქალაქ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა გამოაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა ხუთშვილიანმა დედამ ნანა დეისაძემ, იგი მერიისგან დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით რამდენიმე წლის წინ მან მშობლების ბინა იპოთეკით დატვირთა კერძო პირთან, რომელმაც უკანონოდ გადააფორმა ბინა და გაყიდა მესამე პირზებინის ახალი მეპატრონე კი ქალბატონ ნანა დეისაძესა და მის ოჯახს ბინიდან გასვლას სთხოვს. დაზარალებულები მერიას მიმართავენდაეხმარონ სამართლიან გამოძიებაში.

 

გაზეთი P.S. დეტალების გასარკვევად გაესაუბრა ნანა დეისაძის დედას. (ვინაიდან ქალბატონი ნანა შეუძლოდ გრძნობდა თავს)

ბინა იყო ჩემს სახელზე და ჩემმა შვილმა დატვირთა იპოთეკით, როცა უკვე ფული უნდა გადაგვეხადა, იპოთეკარი დაიმალა, ოფისიც დაკეტა, ჩემი ბინა  გადაფორმებული ქონია უკვე და ყიდდა სხვაზე, რომელიც ახლა ბინის დაცლას მთხოვს. პოლიციის მეორე განყოფილებაშიც ვიყავით და ვთხოვდით, დაგვხმარებოდნენ იმ ქალის მოძებნაში, მაგრამ დღემდე არაფერია და ახლაც აქ ვართ. განყოფილებაში ჩემი შვილი ცუდად გახდა, ამით ისარგებლეს და ხელი მოაწერინეს და მისცეს ერთი დღის ვადა, რომ გამოსულიყო სახლიდან, გუშინ იყო ის ჩვენი ერთი დღე. ემუქრებიან ჩემ გოგოს, როგორც კი სახლში შეხვალთ, დაგიჭერთო. ახალი თაობა მოდის, გეხვეწებით, გეღმერთებით მოგვხედეთ ჩვენ მოხუცებულებს და კარგი პოსტი დაიკავეთ, რომ სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში.

 – რას ითხოვთ მერიისგან?

 – ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ისრომ დაგვეხმარონ იმ ქალის მოძებნაში და გადავუხდი ფულს, თავიდან ვისესხე 4 ათასი ლარი, ახლა მთხოვს 25 ათასს, ამდენს ვერა, მაგრამ 10 ათასს გადავუხდი, ოღონდ მომაძებნინონ და გამოჩნდეს.

მერიის წარმომადგელის განცხა-დებით, ეს არის კერძო დავა, სასამართლოს გადასაწყვეტი და მერია ამაში ვერ ჩაერევა, თუმცა ის სთავაზობს დაზარალებლის ოჯახს 3 თვის ვადით ბინის ქირაობას, რაზეც უარს აცხადებენ.

ადგილზე იყო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ონიანი: „ეს არ არის ის სიტუაცია, როცა შეიძლება ვინმემ, რომელიმე პარტიამ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიისთვის. ეს არის ქვეყნის ტკივილი, თითოეული მოქალაქის ტკივილი. ამ სიტუაციას უნდა მოერგოს რაღაც კანონი, რომელიც დაეხმარება მათ და ყველა იპოთეკით დაზარალებულს. ხუთი შვილის დედას, რომელსაც ყველა ქვეყანაში ხელის გულზე ატარებენ, ჩვენ სახლიდან ვაძევებთ. სირცხვილია, უბრალოდ!“

ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მერიის განცხადება შემდეგია: „როგორც ირკვევა, ნანა დეისაძემ იპოთეკით დატვირთა მშობლების ბინა ქუთაისში. ვალის გადაუხდელობის გამო ის ბინიდან გამოასახლეს. ასევე ირკვევა, რომ მრავალშვილიანი ქალბატონი ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული და იქ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით. ნანა დეისაძე ითხოვს მისი მშობლების ბინასთან დაკავშირებით საქმის დროულ გამოძიებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართალწარმოება აღნიშნულ საკითხზე მერიის კომპეტენცია არ არის. ჩვენის მხრიდან მისი ოჯახის წევრს, რა თქმა უნდა, იმას, ვინც ქუთაისშია რეგისტრირებული, გაეწევა ერთჯერადი მატერიალური დახმარება,რათა არსებული პრობლემის დროებით გადაჭრა მოხდეს.“

ნანა დეისაძე არ უარყოფს ბათუმში ცხოვრების ფაქტს.

- ბათუმში მაქვს ბინა ნაქირავები, მეხუთეზე როცა ვიყავი ფეხმძიმედ, იქ დავდიოდი ექიმთან, დედმამიშვილები მყავს და იქვე ამიყვანეს აღრიცხვაზე და შესაბამისად, იქ ვიღებ სოციალურ დახმარებას.

ნანა დეისაძეს აქვს მეორე სტადიის სიმსივნე, ის და დედამისი არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და სთხოვენ მერიას, დაეხმარონ სამართლიან გამოძიებაში და მოაძებნინონ იპოთეკარი

 

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია