საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის პერსპექტივა 2021 წლისთვის
ქუთაისის პერსპექტივა 2021 წლისთვის
სულ ნანახია 1391
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ქუთაისი იქნება რეგიონული მნიშვნელობის, ცოდნის, მედიცინისა და კულტურის ქალაქი

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ქალაქის განვითარების სტრატეგიული პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ქუთაისის სტრატეგიული განვითარებს ხუთწლიანი გეგმის გამოწვევები და მიზანი მიმართულია იქითკენ, რომ ქალაქს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული ფუნქცია რეგიონში.  განხილვა საჯარო იყო და მას ესწრებოდნენ, როგორც მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები.

 

პროგრამა 2021 წლამდეა გაწერილი და მასში ცვლილებების შეტანა სამომავლოდაც შესაძლებელია. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა განაცხადა, დოკუმენტს საკრებულო ახლოეს სხდომაზე განიხილავს, თუმცა ასევე იგეგმება მისი წარდგენა მთავრობის სხდომაზე.

პროგრამაში ძირითადად აქცენტი კეთდება - ქუთაისში განათლების, მედიცინის, კულტურისა და ტურიზმის სფეროთა განვითარებაზე. მასში გამოიყო 10-ძირითადი  პრიორიტეტული მიმართულება, რომლებიც შემდეგ იშლება სხვადასხვა, ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებად.

ქუთაისის განვითარების ხუთწლიანი გეგმა ითვალისწინებს: მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას; განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას; ქუთაისის რეგიონის მთავარ საუნივერსიტეტო ქალაქად  ჩამოყალიბებას;  ფიზიკა-მათემატიკური სკოლის  სკოლა-პანსიონის აღდგნას თანამედროვე სტანდარტებით; არგონავტიკის მუზეუმისს შექმნას;  ბრენდული სასტუმროების  მოზიდვას ქუთაისშიტურისტული საფეხმავლო ხიდის მშნებლობას მდინარე რიონზე და .შ.  ამ სტრატეგიული გეგმის მიზანია ქუთაისის, როგორც  ლიდერი ქალაქის ფუნქციიის გაძლიერბა.

შოთა მურღულიას განცხადებით, წარმოდგენილი გეგმა რეალურია.  ზოგიერთი  პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, დანარჩენი კი 2021 წლისთვის დასრულდება. 2021 წელს ქუთაისი იქნება რეგიონული მნიშვნელობის, ცოდნის, მედიცინისა და კულტურის ქალაქი.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ სხვადასხვა პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისახელმწიფო ბიუჯეტისაერთაშორისო ფონდები,კერძო კაპიტალიმსოფლიო ბანკი.

პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური

 

 

ლიკა დევდარიანი     

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია