დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონის ჟურნალისტები „ნათელი მომავლის“ პრიზებით დაჯილდოვდნენ
სულ ნანახია 1259
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“  - ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“, ქალთა ფონდი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, უკვე რამდენიმე თვეა არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, 4 თვის წინ, ბაკურიანში, ტრენინგი დასავლეთ საქართველოს მასმედიის წარმომადგენელთათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ჟურნალისტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქალთა საკითხებით დაინტერესებას .

ტრენინგის შემდეგ გამოცხადდა კონკურსი, რომელიც სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

კონკურსის ფარგლებში 25 მედია-პროდუქტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ძალადობას, ქვოტირებას და ქალთა შრომით უფლებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში 15 სხვადასხვა მედიაორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. იყო ტელე, რადიო, საგაზეთო და ონლაინ მედიანამუშევრები.

პროექტის ხელმღძვანელმა,  მარიკა ვაჭარაძემ, კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს 31 ივლისს ორიგინალური ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მოუწყო ეგზოტიკურ გარემოში - ხონში, კინჩხის წყალვარდნილზე.

პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული დასახელდა:  თათა კაჭკაჭიშვილი - რადიო „თავისუფლება“,  საუკეთესო რადიოსიუჟეტი; გიორგი გირკელიძე - „გურიანიუსი“,  საუკეთესო ონლაინმასალა; ინგა გვასალია - „მთავარი თემა სამეგრელოში“,   საუკეთესო საგაზეთო სტატია; სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები ყველა იმ ჟურნალისტს გადაეცა, რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და პროექტის აქტიურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტი სალომე ჩახუნაშვილი - რადიო „ძველი ქალაქი“.

ქალთა საკითხების აქტიურად გაშუქებისთვის სამადლობელი წერილები დაეგზავნა ყველა იმ მედიაორგანიზაციას, ვინც პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მხარს  უჭერდა მას.

მარიკა ვაჭარაძე, პროექტის ხელმძღვანელი:

-საქართველოში ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ზუსტი სტატისტიკა ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ არ არსებობს. ამის ერთ-ერთი და მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ ქალები პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ, მით უფრო, ძალადობის ფაქტებზე. მეტიც - ისინი ოჯახურ ძალადობას მალავენ. ხშირ შემთხვევაში ამ ძალადობრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების ნაწილი მაინც იგებს, თუმცა იმ მომენტიდან გამომდინარე „მათი ოჯახური პრობლემა ჩემი საქმე არ არის“  საზოგადოება ამ ფაქტებს მალავს და კონფლიქტის გამოაშკარავებისგან თავს იკავებს. ამ ფაქტებს კი ხშირად სავალალო შედეგი მოაქვს.

ვფიქრობთ, ძალადობა, რა დოზით და რა სახითაც არ უნდა იყოს, გარკვეულწილად, კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. საქართველოში სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯერ კიდევ არ აღიქმება ძალადობად. ამდენად, ამ საკითხებზე ქალები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, არ იციან თავიანთი უფლებები. პროექტის ერთი ნაწილი მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მოიცავდა, ხოლო მეორე ნაწილი ჟურნალისტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქალთა საკითხებით დაინტერესებას ისახავდა მიზნად.

სასიხარულო და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასე აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტში და საინტერესო და აქტუალური ნამუშევრები წარმოადგინეს.

 

 

ირმა მარდალეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია