დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზოგჯერ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ეს დამარცხება გამარჯვებასთან გაახლოებს
ზოგჯერ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ეს დამარცხება გამარჯვებასთან გაახლოებს
სულ ნანახია 1311
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ლუკა ობოლაძემ ფარიკაობაში პროფესიონალური ვარჯიში 2010 წლიდან დაიწყო, მამას უნდოდა, მოკრივე ყოფილიყო. რამდენიმე თვე ვარჯიშობდა კიდეც ქუთაისის კრივის სკოლაში,  თემურ ლორთქიფანიძესთან, მაგრამ ბებიასთან ხშირად სტუმრად მისულს, ბიძის, ცნობილი მოფარიკავის, მერაბ ბაზაძის ძველი ხმლები ფარიკაობისადმი უღვიძებდა ინტერესს.

 

მალე მერაბი მწრთვნელის სტატუსით დაუბრუნდა ქალაქს და ლუკა მისი პირველი მოსწავლე გახდა.

„დავიწყეთ ვარჯიში ყველანაირი პირობების გარეშე. რთული პერიოდი იყო. მახსოვს, ერთხელ თოვდა. მე და ბიძაჩემს გზის ფული არ გვქონდა და ფეხით ჩავედით სოფლიდან ქუთაისში, რომ გვევარჯიშა. მალევე შემოგვიერთდნენ ბიძაშვილები.  შევიკრიბეთ ოთხი ძმა, სისხლი და ხორცი და ერთიანი ძალებით შევუდექით სპორტულ ცხოვრებას.

ეს სპორტი უკვე ჩვენს ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა, ბიძაჩემმა დაიწყო, ჩვენ ვაგრძელებთ და ჩვენი შვილებიც გააგრძელებენ ალბათ.

ფარიკაობა ბევრ რამეს გასწავლის, უბრალოდ შენზეა დამოკიდებული,  როგორ მიიღებ, თუ მარტო სპორტად აღიქვამ ფიზიკურად ჯანმრთელი იქნები, თუ ცხოვრების წესად გაიხდი და ცხოვრებასაც ფარიკაობას დაუწყებ, ზიგჯერ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ იგრძნობ,  ყოველი მარცხი როგრ უფრო გაახლოვებს გამარჯვებასთან.

დღეს ქართული ფარიკაობა ბევრად განვითარებული და დახვეწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფინანსური ნხარდაჭერის და მწვრთნელების უმაღლესი კლასის წყალობითა  და ვარჯიშით.

ჩემი მწვრთნელი მერაბ ბაზაძეა დედაჩემის ძმა, წარსულში დიდი და ტიტულოვანი სპორტსმენი, ამჯერად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თავის საქმის პროფესიონალი და უკონკურენტო ამ საქმეში. ამაზე მეტყველებს ის ღირსეული გამარჯვებები, რითაც დღეს ამაყობს ქართული ფარიკაობის გულშემატკივარი.

გამორჩეული ტურნირი  იყო ყველა, სადაც მონაწილეობა მიმიღია,   დაწყებული ქუთაისის ჩემპიონატით, დამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატით. დიდი პატივია, როცა ქვეყნის სახელით იბრძვი და უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა, როცა შენს გვერდით შენი ძმები იბრძვიან.

გამორჩეული მოფარიკავე არ მყავს. მე მყავს ბიძაშვილი სანდრო ბაზაძე, რომელიც ახლა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს. მინდა, წარმატება ვუსურვო მას და ყველა სპორტსმენს. ეს კიდევ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ფარიკაობის ისტორიაში.

ქართველი მოფარიკავეებით უნდა იამაყოს საქართველომ, მე მჯერა ეს ასე იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჩემი სპორტული მიზანი  ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.  ჩემთვის პრიორიტეტული გუნდური ბრძოლა იყო და არის. მომავალ ოლიმპიადაზე ტოკიოში გუნდური ხმლით ფარიკაობა იქნება, ღვთის ნებით და წყალობით, ჩვენ გვინდა, რომ ტოკიოში ერთად შეკრებილმა ოთხმა ძმამ საქართველოს და ქართულ ფარიკაობას კიდევ ერთი ტრიუმფი მოვუტანოთ. მანამდე გრძელი გზაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მე ერთი თვეა ამერიკაში ვცხოვრობ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე კლუბთან, ვნახოთ, რა მოხდება.

სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, არ მიფიქრია ამაზე. ჯერ მინდა, ბოლომდე დავიხარჯო როგორც სპორტსმენი.

 

 

მაგდა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია