საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რა მოსწონთ და რა - არა ტურისტებს ქუთაისში
რა მოსწონთ და რა - არა ტურისტებს ქუთაისში
სულ ნანახია 1120
ავტორი:

 

„ხალხი არის გასაოცარი, მაგრამ.. საშინელი მძღოლები, მარშუტკით მგზავრობა საშიშია “ - შეშინებული სახე მიიღო ამერიკელმა წყვილმა, რომელიც ყველაფრით   აღფრთოვანებულნი იყო ქუთაისში სტუმრობით, გარდა საავტომობილო მოძრაობისა. - „მაგრამ ჩვენ ისევ ჩამოვალთ, მოგვეწონა ქუთაისი".

 

ქალაქსა და მის შემოგარენში ტურისტს შესაძლებლობა აქვს, მოინახულოს ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, მოწამეთას მონასტერი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე... ტურისტებს განსაკუთრებულად მოსწონთ ქუთაისში იმერეთის მეფეთა რეზიდენცია „ოქროს ჩარდახი“ და კოლხური შადრევანი.

თითქმის ყველამ, ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ, აღნიშნეს, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ ქალაქის მკვიდრნი. მათი თქმით, ადგილობრივები არიან ძალიან სტუმართმოყვარენი და არაერთხელ მიუღიათ მათგან დახმარება, ასევე მათზე გავლენა მოახდინა ქალაქის უძველესმა ღირსშესანიშნაობებმა, ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც  ესტუმრებიან ქუთაისს.  ტურისტების ზრდა არ გამოპარვია ადგილობრივ მოსახლეობასაც, და ისინი მიესალმებიან ამ ფაქტს.

მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ქუთაისი ტურისტთა ნაკლებობას არ უჩივის. მერიის ტურიზმის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის თქმით, წელს ტურისტთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 35%-ით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ზრდა გამოწვეულია ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული არაერთი ღონისძიებით, რომელმაც ქუთაისი კიდევ უფრო ცნობილი გახადა.

ტურისტთა ზრდას ასევე აღნიშნავენ ქალაქის ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ტურისტთა გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია რეისების დამატების აუციელებლობა. ქუთაისს ძირითადად სტუმრობენ უნგრეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, როგორც ბიზნეს შეხვედრების, ასევე -   ოჯახური დასვენებისთვის.

მერია ტურისტების ზრდას მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებსაც უკავშირებს;  ქუთაისში ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ტურისტს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ქალაქის კულტურას, ღირსშესანიშნაობებს, სამზარეულოს, გადაადგილების საშუალებებს... ქალაქის ცენტრში ახლახანს დაიდგა ენერგო- ეფექტური სისტემა „მზის გვირილა“ - თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები, მოსასვენებელი სკამები, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილები. სექტემბერში კი იგეგმება უფასო WI-FI ის დამონტაჟება ქალაქის უბნებში, სკვერში - ელ.ბიბლიოთეკის განთავსება და ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება  QR კოდების მეშვეობით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დადგმულია გზამკვლევი აბრები.

ქუთაისი მიჩნეულია სატახტო ქალაქად და მეხუთე ადგილს იკავებს უძველეს ქალაქთა შორის. ქალაქი გამოირჩევა ისტორიულგეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების სიმრავლით, რაც ერთ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ტურისტების მოზიდვის. ტურიზმის განვითარება  მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რომ  ისტორია გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და გაეცნოს მსოფლიო.

ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ინდიკატორიცაა, თუმცა ტურისტების მოსაზიდად მარტო ქვეყნისა თუ ქალაქის ისტორიული სიძველე საკმარისი არაა და აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მეტი იზრუნოს ხელისუფლებამ.

 

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია