საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა...
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა...
სულ ნანახია 1079
ავტორი:

 

 

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც; არ გვაქვს გათითოკაცების უფლება, არ გვაქვს უფლება, პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს“, - ამ სიტყვებით მიმართა გურიის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას. 

ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. „ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი, უაღრესად,პოზიტიური ადამიანი, მისთვის ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის, დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

 მთავრობის მეთაურის თქმით, „გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული, გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, რადგან გურულები გამორჩეული ხალხია, „გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის, ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს დაქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემპრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება. უკვე არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია   ,,წყალი მარგებელიაშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავისდაბახმაროსგარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხამს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა „Black sea arena-გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნებისხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. „4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხებია ფაქტობრივად - ეს არის                         ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

 

მთავრობის მეთაურმა იმ მაშტაბურ პროექტზეც ისაუბრა რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვე- ყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი, ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს, ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი“,-განაცხადა პრემიერმაგურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძევიცე პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა: "გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ. ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა  ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტრიფიცირების პროგრამებზე. „ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია