საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
განათლების მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს“
განათლების მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს“
სულ ნანახია 1016
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გასულ კვირაში  400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

 

საუბარი ძირითადად ეროვნული სასწავლო გეგმის ავკარგიანობას შეეხო.მინისტრი დაინტერესდა, თუ როგორ ახერხებენ ქუთაისელი მასწავლებლები ბავშვების დაინტერესებას სასწავლო პროცესში.

მასწავლებლების პასუხებიდან გაირკვა, რომ ამას ისინი გართობის, დისკუსიის და დებატის ხარჯზე ახერხებენ. პასუხების შემდეგ მინისტრმა განაცხადა: „ჩემი მიკროკვლევის შედეგად დავადგინე, რომ ყველა კარგი მასწავლებელი, ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე ახერხებს იმის შედეგად,  რომ არღვევს ეროვნულ სასწავლო გეგმას.“

ამავე კონტექსტში მინისტრმა სკოლებში მათემატიკის საგნისთვის დათმობილ საათებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2 საათი მათემატიკაში წილადებისთვის მცირეა და  შეუძლებელია, მოსწავლემ ამ დროში რამე გაიგოს.

„მე ყველა დარგში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მათემატიკაში ვერკვევი კარგად. წილადებზე გვაქვს 2 საათი. ახლა მე მაქვს  ასეთი მოსაზრება,  რომ უნდა შევკრიბო სამინისტროს თანამშრომლები, ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებზე.  მერე გამოვცადო მათი ცოდნა და სავარაუდოდ,  სამინისტროს მათი დიდი ნაწილი დატოვებს.

“მოკლედ, მაგარ შარში ვართ, ხალხო.   ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს.  ვერ გაიგებს ბავშვი ვერაფერს. თან ხელს რომ აიწევს და გეტყვის ვერ გავიგეო, შენ ეტყვი   მორჩა, ის ორი საათი გავიდა, ახლა სხვა გაკვეთილი გაქვთ.  ერთი ორ რამეს რომ ვერ გაიგებს,  ჩარგავს თავს ტელეფონში, კომპიუტერში და მორჩა, დავკარგეთ ეს ბავშვი.

“ტექნიკურად ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც შეუძლებელია კარგად ასწავლო. ეს საოცარი ამბავია. წიგნი რომ დავწერო ოდესმე, ამ საოცრებას შევიტან შიგნით, რომ სახელმწიფომ შექმნა ისეთი გეგმა,  რომელსაც თუ დაარღვევ კარგი მასწავლებელი იქნები, თუ შეასრულებ ცუდი.

“ვერ გავამტყუნებ ვერცერთ მასწავლებელს, ვიღაცებმა თქვეს, რომ ჯანდაბა, კაი ბატონო ორი საათი? იყოს 2 საათი. ნოლი საათი? იყოს ნოლი საათი. ვიცი, რომ ვერ გაიგებს?   კარგი იყოს ვერ გაიგებს. მივხვდი, რომ ამ წიგნით ვერაფერს ისწავლის? ნუ ისწავლის. რადგან ასეა, იყოს ასე.

“მოკლედ, ეს არის რეპუტაციის საკითხთან ერთად,  ქრესტომათიული უსამართლობა.  რა დავარქვა ამას, არ ვიცი: შეცდომა,  ბოროტმოქმედება,  უჭკუობა ნებისმიერი რამე აქედან,“- განაცხადა განათლების მინისტრმა ქუთაისელ პედაგოგებთან შეხვედრისას.

რა იქნება ვიდეოგაკვეთილების        ალტერნატივა?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისელ პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში გარე დაკვირვების კომპონენტის, ვიდეოგაკვეთლების სხვა ალტერნატივით ჩანაცვლების გზებზეც ესაუბრა.

შეხვედრაზე ალექსანდრე  ჯეჯელვამ აღნიშნა, რომ მასწავლებლების უმრავლესობას არ ეკომფორტულება ვიდეოკამერასთან გაკვეთილის ჩატარება. შესაბამისად, როგორც ცნობილია, მათ აღარ ექნებათ ვალდებულება, ვიდეოგაკვეთილის ჩატარების, თუმცა, მათ საგაკვეთილო პროცესს სხვა კლასების მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ჟურნალისტებმა  მითხრეს აჰა ხომ გააუქმეთ ვიდეოგაკვეთილები?  მე ვუთხარი არ გავაუქმე. აბა მოგწონს? არ მომწონს,  ვაპირებ, რომ ალტერნატივები გავაჩინო.

ფაქტია, რომ საქართველოში მასწავლებლებს კამერასთან მუშაობა არ ეკომფორტულებათ.  როცა მუშაობს კამერასთან და ამას თან უმატებენ, რომ ნახე შენ ამას ვინ უყურებს კიდევ უფრო საშინელი შედეგი აქვს. ამიტომ, ალტერნატიულ გზებზე დავიწყეთ ფიქრი. მაგალითად, შესაძლოა, გაკვეთილებს დაესწრონ მასწავლებლები სხვა კლასებიდან და ასევე წარმომადგენლები ადგილობრივი განათლების რესურსცენტრებიდან,“-განაცხადა                                                 ჯეჯელავამ.

მინისტრმა ამ კონტექსტში ისაუბრა ვიდეოგაკვეთილის, როგორც მექანიზმის ეფექტურობასა და იმაზე, თუ რამდენად რეალურად ასახავს ვიდეომასალა მასწავლებლის უნარ-ჩვევებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში.

„შევკრიბე ჩემი კოლეგები და ვუყურეთ ერთად რამდენიმე ვიდეოგაკვეთილს. რომ დავამთავრეთ ამის ყურება ვკითხე  მათ ახლა მითხარით, ეს ადამიანი ჩვეულებრივ როგორ გაკვეთლს ატარებს?  მითხრეს რომ „არ ვიცით“. ე.ი ჩვენ შევქმენით მექანიზმი,  რომელიც  არაფერზე არ მოქმედებს.

იცით როგორი შემთხვევები გვაქვს? დილას ათზე დაიბარა კლასი მასწავლებელმა და საღამოს ათამდე იღებდნენ  გაკვეთილის დუბლებს. საღამოს 22:00 საათზე  დახოცილი მოსწავლეები დაფენილი არიან კლასში. აღარ შეუძლია აღარავის.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამეა. ერთ-ერთი ამერიკული კვლევაა, სადაც გამოიკვლიეს სიკვდილის გეშინიათ თუ არაო?  ამერიკელების 42 :-ს ეშინია სიკვდილის. ხოლო კამერის ეშინია 78:-ს.  ანუ სიკვდილზე უფრო საშიში აღმოჩნდა კამერა.

მე მასწავლებლებმა მომწერეს ფეისბუქზე, რომ ჩვენ მოგვწონს ვიდეოგაკვეთილები. მე ვეუბნები, რომ ვისაც მოგწონთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს არ ამოვარდება სქემიდან და სურვლის მიხედვით ექნებათ მასწავლებლებს უფლება, ჩაატარონ გაკვეთილები ვიდეოთვალით ან მის გარეშე,“ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებთან შეხვედრისას.

 

 

წყარო: edu.aris.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია