საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
როგორც ბიჭები გადაწყვეტენ?!
როგორც ბიჭები გადაწყვეტენ?!
სულ ნანახია 1084
ავტორი:

 

დიდი ხნის უნახავი კლასელები შევიკრიბეთ ამისწინ, ცუდი მიზეზით - თანაკლასელი გარდაგვეცვალასამძიმრისა და  მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ, იმაზე დავიწყეთ საუბარი, როგორ დავხმარებოდით გარდაცვლილის ოჯახს.

- როგორც ბიჭები გადაწყვეტენ, ისე გავაკეთებთ! - ამბობს მაკა.

ბიჭები (40- გადაცილებული მამაკაცები) შვიდნი არიან, ქალები ცხრა ვართ. ალბათ, ცხრავე ასე ვფიქრობთ - როგორც ბიჭები იტყვიან და გადაწყვეტენ.

- რატომ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ბიჭები იტყვიან? იქნებ, მე უფრო ჭკვიანურს ვამბობ ან შენ, მაკა?- ყველასთვის მოულოდნელი იყო ნატოს სიტყვები. იმ ჩუმი, მოკრძალებული გოგონასი, კლასში მის არსებობასაც კი ძლივს რომ ვამჩნევდით.

და ქალბატონმა ნატომ წყნარად, მაგრამ დამაჯერებლად ახსნა, რატომ იყო ბიჭების მოსაზრებაზე უკეთესი მისი ვერსია, რომელსაც გულში სხვებიც ვეთანხმებოდით, მაგრამ მაინც ისე გადავწყვიტეთ, როგორც ბიჭებმა თქვეს.

- ეს როგორ შეცვლილა, ხედავთ?  - ნატოს წასვლის შემდეგ აბუზღუნდნენ კაცები.

ჩამაფიქრა ამ შემთხვევამ. მე და კიდევ რამდენიმე გოგოს, კლასის აქტივისტებს, ჩვენი თანხმობის გარეშე ბიჭები ვერცერთ გადაწყვეტილებას რომ ვერ იღებდნენ: ექსკურსიაზე წასვლა იქნებოდა, „შატალოზეთუ რაიმე ღონისძიების მოწყობა, აზრადაც კი არ მოგვსვლია, რომ გაგვეპროტესტებინა  „ბიჭების გადაწყვეტილება“, ნატომ კი სცადა მაინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურვა.

ხშირად მიფიქრია ამაზე: სკოლის პერიოდში, ძირითადად, გოგონები არიან აქტიურები, მიზანდასახულები, უკეთესი აკადემიური მოსწრებით, დისციპლინით, შემოქმედებითი თუ კლასგარეშე საქმიანობით...

მერე კი, რატომღაც ასპარეზს კაცებს უთმობენ - თუნდაც არაფრით გამორჩეულ კაცებს და თვითონ ამ კაცების სატელიტები ხდებიან - ცოლები, დები, შვილები, დედები...

და შედეგად, საქართველოს მთავრობაში  ორად-ორი მინისტრია ქალი, ხალხის რჩეულის სტატუსს კი, ქვეყნის პარლამენტში მხოლოდ 15 ქალბატონი ატარებს, 135 მამაკაცის გვერდით. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ადგილობრივ თვითმმართველობებში, განსაკუთრებით  - მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობზე.

იმ მამაკაცების უმრავლესობა, რომლებიც დღეს არიან ქვეყნის მართვის სათავეში, საჯარო გამოსვლებისას ღიად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ გენდერულ თანასწორობას, რომ მოხარულნი იქნებიან, თუ პოლიტიკაში ბევრი ქალი იქნება, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყოველთვის ყველაფერი ისეა, როგორც კაცები გადაწყვეტენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალის ადგილი მხოლოდ ოჯახში, სამზარეულოში, სკოლაში, საბავშვო ბაღში...და არამცდაარამც - პოლიტიკაში.

ქალი ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს მამაკაცზე, რომ იგივე პოზიციებს მიაღწიოს, რასაც მამაკაცები აღწევენ.

ქალთა დაწინაურების სხვადასხვა მექანიზმებს შორისგენდერული კვოტირება ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულმეთოდად განიხილებამიუხედავად იმისარომ კვოტებს  მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავსის კვლავ რჩებაყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად.

საქართველოს პარლამენტში გენდერული  კვოტების შესახებ დისკუსია 2003 წელს დაიწყოკვოტირებისსაკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას კენჭისყრის პროცედურაში მაშინ მხოლოდ 67-მა  დეპუტატმა მიიღომონაწილეობა და  ინიციატივა ჩავარდა.  ასევე განუხილველად დარჩა 32000 ათასი ამომრჩევლის მიერინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა.

 2012 წლის მოწვევის პარლამენტი  ამ თემაზე პარალელურად ერთ საკანონმდებლო ინიციატივას დაერთ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

პარლამენტის წევრების – ნანა ყეენიშვილისა და თემურ ჭკუასელის ინიცირებით, საარჩევნო კოდექსით სავალდებულო ხდება   პარტიების მიერ  წარდგენილ პროპორციული სიების ყოველ სამეულში მინიმუმ ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის  დასახელება პრინციპი სამეულში 2 კაცი 1 ქალი ან  - 2 ქალი 1 კაცი), ხოლო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის მიერ ინიცირებული წინადადების მიხედვით, ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს (პრინციპი - ქალი-კაცი  ან კაცი  - ქალი). აღნიშნული კვოტები მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხება.

თემამ ამ პარლამენტშიც და მის გარეთაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თვით ცალკეულ პარტიებს შიგნითაც კი.

 კვოტირების მოწინააღმდეგეთა უმეტესობა სულაც არ ამბობს, რომ პოლიტიკაში, პარლამენტში მეტი ქალი არ უნდა იყოს, მაგრამ ამბობენ, რომ ამას კანონი არ უნდა ავალდებულებდეს და რომ ამას ისინი კანონ-ვალდებულების გარეშეც გააკეთებენ, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეზე საუბრობს: დღევანდელ ქართულ  პოლიტიკაში მხოლოდ 12 პროცენტია ქალი, მაშინ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2014 წლის 1 მაისისათვისამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 472 772 შეადგინა და  მათ შორის 1 866 514 (53.7%) ქალია - ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალები უმრავლესობას შეადგენენ, არჩევანს კაცების სასარგებლოდ აკეთებენ.

ამიტომაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ კვოტირების კანონის გარეშე მომავალ პარლამენტში მაინც ვიხილავთ 50% ქალს.

 ასეა, როცა ყველაფერი ისე ხდება, „როგორც ბიჭები გადაწყვეტენ“...

 

 

ირმა მარდალეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია