დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ტურისტებს ქუთაისზე ვებგვერდი მარტივად მოუთხრობს
ტურისტებს ქუთაისზე ვებგვერდი მარტივად მოუთხრობს
სულ ნანახია 1188
ავტორი:

 

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებამ ტურისტული ვებ-გვერდის www. kutaisi.travel პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვებ-გვერდი ქალაქ ქუთაისის და მისი მიმდებარე ადგილების შესახებ ტურისტებისათვის ინფორმაციის მარტივად მიწოდების მიზნით შეიქმნა. საიტის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქალაქში არსებული ტურისტული ატრაქციების, კვების ობიექტების, ქალაქის აქტივობების, იმერული სამზარეულოს, ღვინის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

 

 www. kutaisi.travel იმყოფება მუდმივი განახლების რეჟიმში , შესაბამისად ახალი ტურისტული ობიექტის შექმნის შემთხვევაში ინფორმაცია საიტზე განთავსებული კონტაქტების მეშვეობით შეგიძლიათ მიაწოდოთ ვებ-გვერდის ადმინისტრატორს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია