დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„რთველი 2016“-ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება
სულ ნანახია 1306
ავტორი:

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2016 - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე  სოფლის მეურნეობის მინისტრმაოთარ დანელიამ აღნიშნა, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება  ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. აქედან გამომდინარე, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ  რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

,,2016 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგალექსანდროულსადამუჯურეთულზელარით.2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს.

 გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზეამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოსხელშეწყობითმევენახეგლეხებს/ფერმერებსჩაუბარებელიყურძენიარდარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებითგრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეობა-მეღვინეობისდარგმა ქვეყნის ეკონომიკისწინსვლაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სუბსიდიის სახით აღარ უნდა დასჭირდეს.

,,როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადაჩვენითვითმიზანიარისსაერთოდგამოვიდეთ, სუფსიდიისმიდგომებიდან, როდესაცდარგიამისშესაძლებლობასმოგვცემსფაქტია, რომდღესდარგს  ხელშეწყობა კვლავ სჭირდება.მნიშვნელოვანიაროგორცმევენახეებისასევე მწარმოებელთა ინტერესებისგათვალისწინება”, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნუ ლიმიზნისმისაღწევად, სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომიაია ფიფინანსური რესურსი შეღავათიანი აგროკრედიტისსახით, ხორციელდებააგროდაზღვევავენახებისუწყებრივიკადასტრისპროგრამა, საექსპორტობაზრების დივერსიფიკაციისღონისძიებებირომლისშედეგადგაზრდილიაღვინისექსპორტი.

მევენახეობა-მეღვინეობისდარგისგანვითარებისხელშეწყობისმიზნითგანხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარებით: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია  22 ახალი, ხოლო გაფართოებულია  43  ღვინის მწარმოებელი საწარმო. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც 44%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.  2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია