დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
220კვ ეგხ. „სათაფლია“-ს, 220კვ ეგხ. „აჯამეთი-1,2“-ის და 220კვ ეგხ. „კოლხიდა-1“ის პროექტირება-გაორჯაჭვიანების პროექტი
სულ ნანახია 1336
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ-ს) საჯარო განხილვას.

 

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2016 წლის 25 ივლისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 14:00 სთ-ზე. მისამართზე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. 3.

 

დაგეგმილი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს არსებული 220კვ. ეგხ „სათაფლიას“ პროექტირება-გაორჯაჭვიანება, არსებული 220კვ „აჯამეთი-1,2“-ის პროექტირება-გაორჯაჭვიანება (რომლის მეშვეობითაც მოხდება ქვესადგურ “წყალტუბო 220-სა და ქვესადგურ “ქუთაისი 220-ს შორის კავშირი) და „კოლხიდა-1“-ის გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს გაუმართავ მდგომარეობაშ მყოფი ანძებისა და სადენების შეცვლას.

 

განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთათვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

 

· სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

 

მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის 2, III სართული, ოთახი 304 (ამობეჭდილი ვერსია), ელექტრონული ვერსია იხილეთ ვებ-გვერდზე www.gse.com.ge

 

· ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

მისამართი: ქ. ქუთაისი, , რუსთაველის ქ. 3.

 

მოსაზრებების წარდგენა წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ - ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. 2, III სართული, ოთახი 304, ტელ. 2 510 264,.

 

საკონტაქტო პირი:

ზეზვა ხვედელიძე

ელ. ფოსტა:

 

zezva.khvedelidze@gse.com.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია