დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარტივი რჩევები ზაფხულისათვის
მარტივი რჩევები ზაფხულისათვის
სულ ნანახია 1265
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ზაფხულიმოგზაურობის, ზღვაზე წასვლის, ხანგრძლივი სეირნობისა და რომანტიკული შეხვედრების სეზონი. იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ზაფხულისგან და არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი, დაგეხმარებათ ჩვენი მარტივი რჩევები.

 

მოგზაურობის წესი: ჯანმრთელობა, კომფორტი, პრაქტიკულობა

ზაფხული საუკეთესო დროა იმისათვის, რომ სცადოთ მხედველობის კორექცია კონტაქტური ლინზებით. ზაფხულში, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ერთდღიან ლინზებს UV ფილტრით (ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ეფექტი). 

 

ერთდღანი ლინზები მოსახერხებელია მგზავრობის/მოგზაურობის დროს  

ის არ იკავებს დიდ ადგილს, არ საჭიროებს ხსნარსა და კონტეინერს. ამასთანავე, მისი წაღება შეიძლება ხელბარგით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას, რადგან გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები

 

ერთდღიანი ლინზები დაგეხმარებათ სპორტში კარგი შედეგების მიღებაში  

მისი გამოყენება შეიძლება აქტიური სპორტის სახეობებში, მაშინ როდესაც სათვალის გამოყენება მოუხერხებელია. სათვალისგან განსხვავებით, კონტაქტური ლიზნები უზრუნველყოფენ მოძრაობის მაქსიმალურ თავისუფლებას. ამასთანავე არ არის შეზღუდული პერიფერიული მხედველობა.   

 

ერთდღიანი ლინზები - უფრო უსაფრთხო კონტატური კორექციის მეთოდი ზაფხულისთვის

იმისათვის, რომ არაფერმა არ გაგვიფუჭოს დასვენება, უნდა დავფიქრდეთ ლინზების უსაფრთხო მოხმარებაზე. ერთდღიანი ლინზების უპირატესობა არის ის, რომ ყოველდღე თქვენ იკეთებთ ახალ, სტერილურ ლინზას და ეს საგრძნობლად ამცირებს ანთების შესაძლებლობას.  ამასთანავე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზაფხულის პერიოდში იზრდება ალერგიული რეაქციების რიცხვი. ერთდღიანი ლინზა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ ალერგიის მაპროვოცირებელი ნივთიერებების ლინზაზე დაგროვება. ამიტომ, ალერგიული ადამიანებისთვის უმჯობესია არჩევანის ერთდღიან ლინზებზე გაკეთება.   

 

ზაფხულის წესითვალების დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან (UV)

 

ზაფხულის დადგომისას ჩვენ არამხოლოდ გარდერობს ვაახლებთ, არამედ ვცდილობთ თავის მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვას - ჩვენ ვიცით, რომ მზის მავნე სხივებისგან კანის დაცვა აუცილებელია. მაგრამ, UV სხივების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას  საჭიროებს არამხოლოდ კანი, არამედ თვალებიც და მათი დაცვა UV სხივებისგან ჩვევად უნდა ვაქციოთ. კონტაქტური ლინზების შერჩევისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ UV ფილტრის მქონე ლინზებს, ამასთანავე ლინზებთან ერთად, უნდა გამოვიყენოთ ხარისხიანი მზის სათვალე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია