საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა
ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა
სულ ნანახია 1198
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ მთავარ სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის,რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. რამაზ შენგელია ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების N1 ფორვარდი იყო. ასევე, 1978 წელს სსრკ-ის ჩემპიონი, ამავდროულად საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1979 წელს სსრკ-ის თასი მოიგო, 1981 წელს თასების თასი და 1980 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 20-წლამდელთა შორის.

 


სსრკ-ის ჩემპიონატის რჩეული ფეხბურთელი გახდა 1981 წელსაც. 1982 წელს კი მუნდიალზეც ითამაშა და რა თქმა უნდა, გოლის გარეშე არ დაუტოვებია
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რამაზ შენგელიას სახელის მინიჭების ცერემონიალს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე , თვითმართველობის წარმომადგენლები და რამაზ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღესვე ,,ტორპედოსდა ,,დინამოსვეტერან ფეხბურთელებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართება. სტადიონზე წარმოადგინეს რამაზ შენგელიას ძეგლის ესკიზი, რომელიც უახლოეს ხანში სტადიონზე დაიდგმება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია