დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა კავშირი აქვს ეპარქიების დაყოფას პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლასთან?
რა კავშირი აქვს ეპარქიების დაყოფას პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლასთან?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2601
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

სასულიერო პირთაზნეობრიობას“  სპეციალური კომისია შეისწავლის

 

მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებს სპეციალური კომისია შეისწავლის. კომისიას სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებენ. კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება წმიდა სინოდის ბოლო სხდომაზე, 11 ოქტომბერს, სასულიერო პირების მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტების განხილვის შედეგად მიიღეს.


სინოდმა პენსიაზე გაუშვა ზესტაფონისა და მარგვეთის მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი, რომელსაც ზესტაფონელ მრევლთან ხანგრძლივი დაპირისპირება ჰქონდა. მრევლი მეუფეს წმინდანების გმობასა და ეკლესიის ქონების მითვისებაში ადანაშაულებდა. მეუფესა და მრევლს შორის მწვავე კონფლიქტი მიტროპოლიტისთვის ეკლესიის კარის აჭედვამდეც კი მივიდა. ზესტაფონელთა ნაწილი მეუფის ღვთისმსახურებიდან ჩამოშორებას მოითხოვდა.


 სინოდის სხდომის გადაწყვეტილების შემდეგ კი ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებდა, რომ იგი პენსიაზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაუშვეს.


კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით პენსიაზე გავიდა, ფშავ-ხევსურეთსა და თიანეთის ასევე ყოფილი მიტროპოლიტი თადეოზია.


სხდომის გამართვის წინა დღეებში საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ სინოდი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს მღვდელმსახურებიდან ჩამოშორების და მის პენსიაზე გაშვებას გეგმავდა, რაც არ გამართლდა. არ დადასტურდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის შესაძლო გაყოფასთან დაკავშირებული წინასწარ გავრცელებული ინფორმაციაც. მეუფე კალისტრატე კვლავ ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლად რჩება.


 

***

სინოდის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. სინოდის წევრებმა საერთო უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მიუხედავად  კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, გადაწყვეტილებების მიღება ხდება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად. სინოდი მოუწოდებს სახელმწიფოს, მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი კანონპროექტი მომზადდეს საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად. ამის უზრუნველსაყოფად სინოდის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი კომისია შეიქმნება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.


„სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების დამტკიცება  მოხდა  საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას, კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები,“ - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.


მთავარი გადაწყვეტილება კი სინოდმა ახალი ეპარქიების შექმნით მიიღო.  სხდომაზე 6 ახალი ეპარქიის ჩამოყალიბება და 7 მღვდელმთავრის  დანიშვნა მოხდა.


როგორც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზოსიმემ განაცხადა, ახალი ეპარქიების საქართველოს ეკლესიის გაძლიერების მიზნით შეიქმნა, თუმცა, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ძალაუფლების შემცირებისა და პატრიარქის ტახტთან მიახლოების მცდელობას უწოდებს. მისი თქმით, ეპისკოპოსების გამრავლება ხელს აძლევს პატრიარქის ძმისშვილს, დიმიტრი შიოლაშვილს.


პირველი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბექა მინდიაშვილმა განაცხადა: „ორი წლის წინ დადგა ეს საკითხი და მაშინ გავრცელდა წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არის პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლის კონტექსტში განსახილველი საკითხი. გაყოფა ეპარქიებისა და ეპისკოპოსების გამრავლება ხელს აძლევს ერთ-ერთ გავლენიან მიტროპოლიტს, დიმიტრი შიოლაშვილს იმისთვის, რომ პოზიციები გაიმაგროს საპატრიარქო ბრძოლის ესტაფეტაზე. როგორც ჩანს, მაშინ ეს ვერ განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ იხილოს საზოგაოდოებამ.“


ახალი მღვდელმთავრების კურთხევა სვეტიცხოვლის ტაძარში, ყოველ კვირას, მორიგეობით მოხდება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია