დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული სახელები „პანამის დოკუმენტებში“
ქართული სახელები „პანამის დოკუმენტებში“
სულ ნანახია 1589
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ე. წ.  „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებულ 200 000-ზე მეტ ოფშორულ ანგარიშთანკიდევ 85 ქართველის კავშირი იკვეთება - ასეთია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მომზადებული გამოძიების ახალი მონაცემები. გამოძიების შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია თბილისში 9 მაისს „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა.

როგორც პროექტი „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევის“ წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინობაქრაძემ და დეივ ბლოსმა განაცხადეს, 85 დასახელებული ქართველიდან ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილიც - მფლობელთა წარმომადგენელი. გამოძიების ავტორების თქმითბოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირების ძირითადი მიზანი, როგორც წესი, გადასახადებისთვის ავისარიდებაა.

არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია, დავით იაკობაშვილი და სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენები და იურისტები - სულ 85 ქართველი, რომელთა სიაც, „პანამისდოკუმენტების“ გამოძიების ფარგლებში, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დეივ ბლოსმა და ნინო ბაქრაძემ 9 მაისს გამოაქვეყნეს.

სიასთან ერთად მითითებულია მათი პირადი ნომრები და ის კომპანიები, რომლებთანაც დაკავშირებულია მათი საქმიანობა. როგორც ნინო ბაქრაძე გვიხსნის, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა შექმნაისეთი ბაზა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ქვეყნისა თუ კომპანიის მიხედვით მოძებნოს ესა თუ ის პირი და თვალი მიადევნოს მის საქმიანობას, ხოლო ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული ქართველების რაოდენობა, სულ 85 ადამიანი, ნინო ბაქრაძის თქმით, მის ხელთ არსებული დამატებითი დოკუმენტების საფუძველზე დათვალეს. დოკუმენტების ეს ნაწილი გამოძიებაში ჩართულმა ქართულმა მხარემ დაამუშავა.

თუ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ვებსაიტზე შეხვალთ და „პანამის დოკუმენტების“ გაცნობას გადაწყვეტთ, პირველივე წარწერა გამცნობთ და გაფრთხილებთ: კონსორციუმი არ ამტკიცებს, რომ დოკუმენტებში მოხსენიებული და ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული რომელიმე პიროვნება თუ კომპანია კანონს არღვევს. იქვე მითითებულია, რომ ზოგიერთი სახელი და გვარი დოკუმენტებში რამდენჯერმე მეორდება. ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი მომხმარებელს ურჩევს, გადაამოწმოს ყველა ინდივიდი მისიმისამართისა თუ პირად ნომრის მიხედვით.

როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტმა დეივ ბლოსმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ეს არისერთგვარი გზამკვლევი რეპორტიორებისათვის, რომლებსაც კონკრეტულ პირზე ინფორმაციის მოძიება, გამოძიების დაწყება სურთ.

„ეს არის სია სახელებისა და კომპანიებისა, მონაცემთა ბაზა, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება - ამ სიით უკვე არსებობს ლინკები, რომლითაც სასურველი ინფორმაცია შეიძლება მოძებნოთ. პირდაპირ ზედაპირზე დევს კონკრეტული სახელები და მათი საქმიანობა, თუ სად იყო მათი კომპანია დარეგისტრირებული და რა საქმიანობას ეწეოდა. ეს მონაცემთა ბაზა არის ერთგვარი საწყისი წერტილი რეპორტინგისათვის, რის შემდეგაც შეგიძლიათ უკვე სხვა ადამიანებს შეხვდეთ და დაუსვათ კითხვები“.

დეივ ბლოსის თქმით, გამოქვეყნებული მასალა ადასტურებს, რომ ადამიანების უმრავლესობა ოფშორულ კომპანიებში ქონებას ერთი მიზნით არეგისტრირებდა - თავი აერიდებინათ მათ ქვეყანაში არსებული მაღალი გადასახადებისათვის. მისი თქმით, არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკაში მოღვაწეობს ან მომავალში გადაწყვეტს პოლიტიკოსობასა თუ ბიზნესსაქმიანობას, შესაძლოა ამ სიაში აღმოჩნდეს, რაც ნიშნავს, რომ მედიას აქვს უნიკალური შანსი გადაამოწმოს ამ მხრივ მათი წარსული და თავად გააკეთოს დასკვნა.

ნინო ბაქრაძეს ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ამ სიაში კონკრეტული ადამიანების სახელების მოხვედრა იმას, რომ ისინი ავტომატურად დამნაშავეები არიან, რაზეც  მან გვიპასუხა, რომ ეს ასე არ არის, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება.

„ამ მონაცემთა ბაზაში ვეცადეთ მაქსიმალურად ყველა ქართველის სახელი და გვარი ჩამოგვეწერა, ვინც კი „პანამის დოკუმენტებში“ ფიგურირებს, მაგრამ, ცხადია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა მათგანი დანაშაულს სჩადის, რადგან თავისთავად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება დანაშაული არ არის. თუმცა ბიზნესმენები ამას თავადაც აღნიშნავენ და ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი, რომ ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება გარკვეული გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებაა“.

ნინო ბაქრაძეს მოჰყავს ერთი მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი ქართველი მაღალი თანამდებობის პირი იურიდიულ ფირმა „მოსაკ ფონსეკას“ სწერს, რომ მას სურს კომპანიის დარეგისტრირება ოფშორში, რადგან საქართველოში არის საკმაოდ მაღალი გადასახადები. ნინო გვეუბნება, რომ გამოქვეყნებული მასალა არა მხოლოდ მედიისათვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ან, თუნდაც, გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა, იქცეს საინტერესო საფუძვლად შემდგომი მოკვლევისათვის.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, გარდა მედიის და არასამთავრობო სექტორისა, ვისთვის შეიძლება იყოს ეს მონაცემთა ბაზა საინტერესო და, საერთოდ, რას ამბობს ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა. როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ გვითხრა, თავისთავად ოფშორულ ზონასთან კავშირი დანაშაულად ვერ შეფასდება, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავდა რომელიმე ოფშორულ იურისდიქციაში აქტივის ფლობას და ამ მიზეზით ვერც გამოძიება დაიწყება ვინმეს მიმართ.

„ოფშორული იურისდიქცია შეიძლება გამოყენებული იყოს აბსოლუტურად კანონიერი საქმიანობისთვის, თუმცა იმის გამო, რომ ეს ოფშორული ზონები გამოიყენება ხშირად ინფორმაციის დასამალად ან ანგარიშვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად, ეჭვიც ამიტომ ჩნდება ხოლმე - განსაკუთრებით, თუ საქმე პოლიტიკოსებს ეხება“.

ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ თუ რომელიმე მოქმედ ან ყოფილ პოლიტიკოსს აღმოაჩნდება მსგავსი აქტივი რომელიმე ოფშორულ ზონაში, კითხვაც მაშინ ჩნდება  - ხომ არ იყო იქ დარეგისტრირებული კომპანია გამოყენებული ამ პოლიტიკოსის უკანონო შემოსავლის დასამალად. ეს მასალა, შესაძლოა, გახდეს საინტერესო დასაწყისი ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ამბობს ერეკლე ურუშაძე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული სახელების ამოტივტივება ოფშორულ ზონებში გამოძიების წინაპირობა ვერ იქნება.

 

ეკა ქევანიშვილი

რადიო „თავისუფლება“

 

აქვთე გთავაზობთ იმ ქართველთა სიასV რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ არიან დაფიქსირებული

 

* Power of Attorney (POA) – ეწოდება პირს, რომელიც წარმოადგენს კომპანიას სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებისას ან პირს, რომელსაც კომპანიის მფლობელი აძლევს იურიდიული ძალის მქონე მინდობილობას.

1. ივანე ნაკაიძე (01030003964) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION (წილის მფლობელი); AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA)

2. ნუგზარ ექვთიმიშვილი (01001002694) – Rominvest Trading Corp (POA), Dorwin Investments Inc (POA), Finley Trading (POA), FRYSIAN ENGINEERING S.A. (POA)

3. ალექსანდრე გოგოხია (01017001266) – HOZDEL MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი), Mission Investments Limited (დირექტორი), AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA), Grassdale Real Estates Corp. (წილის მფლობელი)

4. გივი აკოპაშვილი (59001007713) – Harrington Development Inc. (POA)

5. არჩილ კბილაშვილი (09001000978) – Harrington Development Inc. (POA)

6. დავით ასათიანი (60002015846) – Harrington Development Inc. (POA)

7. ირაკლი კანდაშვილი (01024033307) – Harrington Development Inc. (POA)

8. დავით ფანქველაშვილი (59001014727) – Nowall Investments S.A. (POA)

9. პაატა ჩხეიძე (59001005137) – Rominvest Trading Corp (POA)

10. დიმიტრი ჩიქოვანი (01007013229) – LEXOR CAPITAL CORP. (POA), ADPROJECTS INC. (საბჭოს წევრი)

11. გიორგი კრაველიძე (03001002366) – LEXOR CAPITAL CORP. (POA)

12. ზაზა ოქუაშვილი (01024004133) – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი)

13. მიხეილ იაშვილი (01024002770) – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

14. ირაკლი იაშვილი (01008000365) – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

15. გიორგი კაპანაძე (53001000014) GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

16. პაატა ვადაჭკორია (01025007112) – International Fuel Service Corp. (მფლობელი)
17.
არჩილ ხელაშვილი (01024006131) – Petrocas Energy Limited (POA), International Fuel Service Corp. (მფლობელი)

18. დავით კეზერაშვილი (01015000210) – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი)

19. ბექა პაატაშვილი (01005005774) – Davor Holding Limited (მფლობელი)

20. კახაბერ ნინუა (01027004136) – Adprojects Inc. (საბჭოს წევრი), Iramar Holding Limited (POA)

21. ბიძინა ივანიშვილი (01015004952) – LYNDEN MANAGEMENT LTD. (მფლობელი)

22. თეიმურაზ გერსამია (01008004463) – Bexerton Ltd (მფლობელი)

23. კახა შარაბიძე (01025003923) – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი)

24. რევაზ შარანგია (01009002573) – SILVERADO PROPERTIES INC (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი)

25. ივანე ჩხარტიშვილი (01025003134) – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი)
26.
თეიმურაზ არონია (65002012439) – LEXOR CAPITAL CORP.(მფლობელი)

27. მიხეილ ჩხარტიშვილი (01025008423) – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი), GROBЕR сOМMЕRCIAL CORP. (დირექტორი).

28. ნათია ჩხარტიშვილი (01008013335) – GROBER COMMERCIAL CORP. (მფლობელი)

29. კობა ნაყოფია (01024003832) – Cuento Portfoilio Corp. (POA)

30. ხვიჩა მაქაცარია (62005003653) – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი)

31. ზაზა გოდელაშვილი (45 08 048632 რუსეთის ფედერაცია) – LINDOS INTERNATIONAL LTD. (წილის მფლობელი)

32. დავით ხიდაშელი (N9 0002554) – INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED (წილის მფლობელი)

33. ზაზა ქათამაძე (01017000944) – Georgia Rudomar S.A. (წილის მფლობელი)

34. მიხეილ გოგლიჩიძე (01024007596) – HARMON PREMIER LTD. (მფლობელი)

35. მიხეილ ლელაშვილი (01008006232) – PERSONAL ADVISERS & CO. (დირექტორი)

36. ლევან კაჭარავა (01008001436) – Garissa Ltd (მფლობელი)

37. გიორგი გაჩეჩილაძე (01008002195) – Garissa Ltd (მფლობელი)

38. გოჩა მეგრელიძე (01008005707) – Garissa Ltd (მფლობელი)

39. ბორის თორდია (01026009821) – H.B.M Global LIMITED (წილის მფლობელი)

40. ლიანა კობიაშვილი (01020009494) – OOCO LTD., FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

41. ზაალ კეჟერაშვილი (12001023796) – WADEX INTERNATIONAL LIMITED (მფლობელი), OOCO LTD. (წილის მფლობელი)

42. გიორგი კეჟერაშვილი (01019030000) – OOCO LTD. (წილის მფლობელი)

43. შორენა გველესიანი (01017020120) – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

44. კობა კეჟერაშვილი (01020008080) – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

45. თეიმურაზ ქორქაშვილი (01009002521) – FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

46. თამაზ კირეულიშვილი (01024010761) – FOL TRADING CORP. , DONROY COMPANY INCORPORATED (წილის მფლობელი)

47. თამაზ ჯახუტაშვილი (61001013225) – ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI (წილის მფლობელი)

48. ზურაბ ნიჟარაძე (01031006223) – ILKLEY OVERSEAS LIMITED (წილის მფლობელი)

49. დავით იაკობაშვილი (81670851 – შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი)

50. თამაზ ჩხიკვიშვილი (01024003763) – GRUPO ALIMENTARE S.A. (მფლობელი)

51. გურამ მოქია (51N 3245829) – EDENVALE VENTURES LTD. (დირექტორი)

52. გიორგი ლაშხი (01008022951) – CLAREN VENTURES LTD. (დირექტორი)

53. თამაზ ნიჟარაძე (61002002686) – ELENCO HOLDINGS INC., DESTON COMPANY S.A. (POA)

54. გიორგი ექვთიმიშვილი (01001005554) – Rominvest Trading Corp. (POA)

55. ქეთევან ნაცვლიშვილი (01008016686) – Horizon Group limited, NDI Enterprises Limited – დირექტორი

56. გოჩა ხანდოლიშვილი (01015006511) – SAMPOR GLOBAL CORP. (წილის მფლობელი)

57. პაატა ჩხეიძე (59001005137) – Rominvest Trading Corp. (POA)

58. ნიკოლოზ ასანიძე (59001009934) – MOOVEN INTERNATIONAL S.A. , Velsan Trading Corp. (POA)

59. ვასილ ბიბილაშვილი (01031003582) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

60. ზაზა ბიბილაშვილი (01008004613) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

61. გიორგი სარაჯიშვილი (01025016822) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

62. ირაკლი კორძახია (01009000775) – ARGOTRANS LIMITED (POA)

63. სოფიო როინიშვილი (01009017099) – ARGOTRANS LIMITED (POA)

64. დავით რაფავა (62004004999) – Silk Road Group S.A. (10%- მფლოსბელი)

65. ალექსანდრე ლაცაბიძე (59001002247) – Rominvest Trading Corp. (POA)

66. გიორგი ქურდაძე (61001002353) – FELMARK TRADING INC. (POA)
67.
მარიამ ჯაფარიძე (01008015165) – NOWALL INVESTMENTS GLOBAL S.A. , Dagmar Finance Group Inc. (POA)

68. ნიკოლოზ ქურდაძე (01024016063) – FELMARK TRADING INC. (POA)

69. რატი ღვამბერია (35001047484) – TERRAMAR ENERGY, TECHNOS DEVELOPMENT INC (დირექტორი)

70. ზაზა ქათამაძე (01017000944) – RUDOMAR S.A. (წილის მფლობელი)

71. თეიმურაზ კვერნაძე (01006005260) – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

72. ილია ცინცაძე (01026003466) – Deston Company S.A. (წარმომადგენელი)

73. ლევან ენუქიძე (01024007334) – Silk Road Group SA (POA)

74. ვაჟა კეჭაყმაძე (33001007906) – INTERDRILLINGSERVISE LTD (ადმინისტრატორი)

75. კახა დამენია (19001000498) – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი)
76.
ნინო კიკვაძე (01010010491) – PONTOS ENERGY LIMITED (დირექტორი)

77. გიორგი კრაველიძე (03001002366) – LEXOR CAPITAL CORP. (POA)
78.
რატი ჭელიძე (01019003831) – Petrocas Energy Management Limited, FPC Group (მრჩეველი)

79. ალექსანდრე ნიკოლაიშვილი (01030000826) – BLENVILLE REAL ESTATES LTD. (წილის მფლობელი)

80. ზაზა ლეჟავა (01018002057) – BETLEY PACIFIC LIMITED (წილის მფლობელი)

81. იოსებ მგელაძე (01017002665) – Sobbia Holdings Corporation (დირექტორი), Rylf Management S.A. (POA)
82.
კობა საძაგლიშვილი (01009015290) – Smod Equites Corp. (POA)

83. დავით ბერიშვილი (62004011102) – SUPERLINE HOLDINGS LTD; B.V.I. (POA)

84. თეიმურაზ კვერნაძე – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

 

85. დავით კეჩხუაშვილი – BETLEY PACIFIC LIMITED (დირექტორი)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია