საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„სანამ ურემი გადაბრუნდება...“
„სანამ ურემი გადაბრუნდება...“
სულ ნანახია 1696
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მიიღეთ ზომები, რომ ვერეს ტრაგედია ქუთაისში არ განმეორდეს

 

ქუთაისში ახალგაზრდობა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი აპროტესტებსოქროს  ჩარდახთანმდებარე სკვერში კაფე-ბარარგოსმშენებლობას.

საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე მოეწყო მშენებლობის ადგილას, თუმცა, სამწუხაროდ ჯერჯერობით ხელისუფლებისგან დუმილია მხოლოდ.

„არგოს“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზებას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმჭღვანელობს: "ევროპა ჩვენი სახლია"; "საზოგადოების უფლებები"; "ლიბერალური კლუბი"; უნივერსიტეტი "ლამპარი"; საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი; "ეკოლოგიის მცველები"; "უფლებებისთვისა და განათლებისთვის"; "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი"; იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრისამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი.

ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელიმა თორნიკე ბარათაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართა. ბარათაშვილი მათგან, ქუთაისში, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე "არგოს" მშენებლობის საკითხით დაინტერესებას ითხოვს და ვერეს ხეობის ტრაგედიის შემდგომ მინისტრის გაკეთებულ განცხადებას იხსენებს: არ არის სასურველი ჭალაში, მდინარის ორივე ნაპირზე, გაშენდეს რაიმე, მშენებლობა ამ ტერიტორიაზე ჩვენი სპეციალისტების მიერ არ არის რეკომენდებული.''

თორნიკე ბარათაშვილი ბატონ გიგლას მიმართავს და წერს: „ქუთაისის მერიის ნებართვით, რასაც სააავტომობილო გზების დეპარტამენტიც ეთანხმება, რიონის ხეობაში, ისტორიულ ცენტრში, "ოქროს ჩარდახის" სიახლოვეს, მიმდინარეობს კაფე-ბარის "არგო" მშენებლობა. რიონი გაცილებით უფრო მკაცრი და წყალუხვი მდინარეა, ვიდრე-ვერე. პერიოდულად ახასიათებს წყალმოვარდნა, რომლის დროს აღნიშნული ტერიტორია წყლით იფარება.

მიიღეთ ზომები, რომ ვერეს ტრაგედია ქუთაისში არ განმეორდეს. მერიის წარმომადგენელმა კითხვაზე, ვინ აიღებს ტრაგედიის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, ასეთი პასუხი გაგვცა: "ღმერთმა ნუ ქნას!" მერიაში ჯიუტობენ!

იყავით უფრო სერიოზულები და გაამართლეთ სამინისტროს და შესაბამისი დეპარტამენტების არსებობა," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

 

იქნებ, მართლაც სჯობს, შესაბამისმა უწყებებმა მანამდე მიიღონ გადამწყვეტი ზომები, ვიდრე „ურემი გადაბრუნებულა“...

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია