საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ორეტაპიანი პედაგოგიური განათლების რეფორმა დაიწყო
სულ ნანახია 1008
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმა ორეტაპიანია საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერიოდში, მოხდება კადრების თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადება. კერძოდ, სექტებრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი), რითაც უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა, გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და გახდეს მასწავლებელი.

პროგრამაზე მსურველების დაფინანსება მოხდება  დეფიციტების მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რისთვისაც სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა  უკვე დააფინანსა. ერთწლიანი პროგრამა აწყობილია იმგვარად, რომ უზრუნველყოფს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას და მასწავლებლის უნივერსიტეტში მომზადებას. მოტივაციის ამაღლების და ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამზადებელი პროგრამის შედეგად, მასწალებელი შევა სკოლაში პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე, სადაც მას საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან გათანაბრებული ანაზღაურება ექნება. რაც შეეხება 2016-2017 წლის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას - წელს შემუშავდება 300 კრედიტიანი პროგრამები, რომელიც 2017-2018 წელს ამოქმედდება. გრძელვადიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლების რეფორმის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება.ARMY CARD sfdlfwdbc eo.t,bc sfyfvihjvkt,bcsdbc

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებშიბ სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება. საქართველოს ბანკი თავდაცვის სამინისტროს იდეას გამოეხმაურა და პროექტის რეალიზებისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმა წარადგინა,

დღეს კი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდაყ დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს.

ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ, ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს“, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართყ ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ - ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით - „მადლობა სამსახურისთვის“. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სპეციალური ბარათი - ARMY CARD შექმნა. ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ამასთან, შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას კი გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდებათ) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბარათის მფლობელი საქართველოს ბანკისგან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებს. ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობება. 

პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეებს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში. დაგეგმილია პროექტ Army Junior-ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება.

 პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეებს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია