დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება
სულ ნანახია 1455
ავტორი:

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც 45%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:  რუსეთი - 5 925 933 ბოთლი;  უკრაინა -1 488 737 ბოთლი; ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი; ჩინეთი - 779 425  ბოთლი; პოლონეთი - 682 522  ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -  84% (5 925 933), უკრაინა - 70% (1 488 737), ჩინეთი - 58% (779 425),  პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183 636), ყირგიზეთი - 171% (107 646),  გერმანია - 23% (104 950), ბელარუსი - 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი - 72% (50 128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია   6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  43%- აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ,fqlfsib

ghjatcbekb

cfcofdkt,tkb fvjmvtllfქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებლის ახალი კორპუსი შეემატა. სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბაღდათში პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება წლების წინ შეწყდა და ამით ამ მხარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღდათში აღდგა პროფესიული კოლეჯი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას იგი სრულიად განახლდა, სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღიჭურვის პროცესი დღესაც გრძელდება და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ყველა ობიექტი გაიმართება.

 

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალში მსურველები ავტოშემკეთებლის, კალატოზის, დურგლის, მემცენარის, მეფუტკრის, ფერმერის, მკერავის და სხვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებს შეისწავლიან. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსის ამოქმედება მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, ბაღდათის ახლომდებარე რაიონებისა და სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს პროფესიული განათლების მიღების საშუალება, ხოლო მოსახლეობის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია