დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
14 მაისს თბილისი ახალი ღვინის ფესტივალზე გვეპატიჟება
14 მაისს თბილისი ახალი ღვინის ფესტივალზე გვეპატიჟება
სულ ნანახია 1559
ავტორი:

ახალი ღვინის ფესტივალის ჩატარებას საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ 7-წლიანი ისტორია აქვს. მისი ორგანიზატორი საქართველოს ღვინის კლუბი, რომლის ხელმძღვანელები მალხაზ ხარბედია და ცნობილი ნატურალური მეღვინე იაგო ბითარიშვილი არიან.

ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას. 2015 წლის დეგუსტაციის თემასხვა ჯიშებიიყო, სადაც წარმოდგენილი იყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები.

წლევანდელი დეგუსტაციის თემა იქნებაქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, რომელზეც ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ავსტრიელი, სლოვენიელი და იაპონელი მეღვინეები წარმოადგენენ ქვევრში დაყენებულ ღვინოებს. დეგუსტაციის მონაწილეები გასინჯავენ ტიერი პუზელას, იოშკო გრავნერის, ლორენ ბანვართის, პაოლო ვოდოპივეცის, Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს ქვევრის ღვინოებს. დეგუსტაციას გაუძღვებიან ნატურალისტი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი და ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.

დეგუსტაციის თემის შერჩევა ღვინის კლუბმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვევრის მზარდი პოპულარობის გამო გადაწყვიტა. უკანასკნელ წლებში, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იუნესკოს მიერ, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამ. წლევანდელი დეგუსტაციის მიზანი ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის ხელშეწყობა და მისი მზარდი საერთაშორისო ცნობადობის ხაზგასმაა.

ბოლო 7 წლის მანძილზე ახალი ღვინის ფესტივალმა საერთო ზეიმის და დღესასწაულის სახე მიიღო, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამენ დამწყები მევენახემეღვინეები და რომლის მეშვეობითაც უკვე ძალიან ბევრმა ახალმა მარანმა გაითქვა სახელი. ამას მოწმობს სადეგუსტაციოდ საოჯახო მარნებიდან შემოსული ღვინოების რეკორდული რაოდენობაც.

2016 წელს სულ შემოვიდა 362 ღვინის ნიმუში: კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის მხარეებიდან.

დეგუსტაციის შედეგად 360 ღვინიდან, ფესტივალზე წარსდგება კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აჭარის 101 მეღვინის მიერ დაწურული 127 ღვინო.

 

 

მომზადებულია „ღვინის კლუბის“ ინფორმაციების მიხედვით

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია