საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„გვირილობა“ - გაზაფხული ქუთაისის ქუჩებში
„გვირილობა“ - გაზაფხული ქუთაისის ქუჩებში
სულ ნანახია 1320
ავტორი:

ქუთაისსში ტრადიციული დღესასწაული – ქუთაისობა (გვირილობა) აღინიშნება. 2-დან 7 მაისის ჩათვლით ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიება და კონცერტია დაგეგმილი.

გაიმართება ყვავილების ფესტივალი, თეატრალიზებული მსვლელობები, მე-20 საუკუნის ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ფოტოების გამოფენა, ქართული ხალხური ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, როკ-კონცერტი, წიგნების პრეზენტაციები, საგამოფენო დარბაზებში გამოიფინება სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრები, თითქმის ყოველდღე თეატრების სცენები დაეთმობა სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის ხელოვანთა კონცერტებს,

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სამზადისი წინასწარ დაიწყო. ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე ქვეითთა გადასასვლელების გვირილებით მოიხატვა გახლდათ.

ცენტრალურ ნაწილს უკვე აქვს ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც გვირილებითაა მოხატული

იდეა სპონტანური იყო და ის ქალაქის მერსბ შოთა მურღულიას ეკუთვნის.

***

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ტრადიციულად ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნება და ის „ქუთაის ქალაქობის“ სახელითაცაა ცნობილი. წელს ის რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

„გვირილობა“„თეთრი გვირილის დღე“ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადებულთა დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია