საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნიკეას ქუჩისთვის 7 მილიონი იხარჯება
სულ ნანახია 1140
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე კეთდება შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების სისტემები. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.

 

„ტენდერის მიხედვით, სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის მაისია. ვვარაუდობთ, რომ ქუჩა სრულად რეაბილიტირებული 2016 წლის ბოლოსთვის იქნება. შემსრულებელი კომპანია დაჩქარებული ტემპით და ხარისხიანად მუშაობს. ბოლო წლების მანძილზე ეს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია
ამ ეტაპზე ქუჩაზე საფრეზი ტექნიკით ასფალტის აღება მიმდინარეობს . ასევე ეწყობა ბორდიურები.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია