საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა“
„სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა“
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 945
ავტორი:
ირმა მარდალეიშვილი

 რამდენიმე წლის წინ, წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ გეგუთის ცენტრში ახალმშენებლობა რომ დაიწყო, გამვლელ-გამომვლელთა აზრით, მორიგი სავაჭრო ან საზკვების ობიექტი უნდა აშენებულიყო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ იქ საზოგადოებრივი ცენტრი შენდებოდა.

საზოგადოებრივი ცენტრი - ეს სიტყვებიც არ იყო ბევრის მთქმელი მოსახლეობისთვის, მაგრამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა ეს ცენტრები და მათთან ერთად - სოფლელების მოლოდინი და ინტერესი.საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ პროექტებს შორის, რომლებსაც სახელმწიფო სერვისების განვითარები სააგენტო ახორციელებს.  ცენტრების შექმნის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა სოფლებიდან გაუსვლელად გაიზარდოს და ხელი შეეწყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს, 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით ისარგებლოს. ცენტრში, კომფორტულ გარემოში, მოსახლეობა მარტივად იღებს:  დაბადების მოწმობას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ატესტატს; არეგისტრირებს ქონებას, მიწის ნაკვეთს; ასევე შესაძლებელია პენსიის მიღებაზე განაცხადის გაკეთება, უმწეოთა ბაზაში დარეგისტრირება; ტექნიკის დაჯავშნა მიწის დამუშავებისთვის და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურების მიღებაც.

ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით. საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომია უფასო უსადენო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

რეკორდულად სწრაფად აშენდა გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრი 5 თვეში და 2014 წლის 25 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა.

 

 

 

 


ავთანდილ ჭეიშვილი, გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ- ოპერატორი:

ამ ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო  გეგუთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის. ამ ზონის სოფლები გეგუთი, პატრიკეთი, ტყაჩირი, ოფშკვითი, საყულია, მუხიანი საკმაოდ მოშორებულია როგორც წყალტუბოს, ასევე ქუთაისს და მოქალაქეებისთვის ჩვენი სერვისების მიღება გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ჩვენს ცენტრში გახსნის დღიდანვე უამრავი ადამიანი მოდის და ყველა იღებს იმ მომსახურებას, რაც მათ ჭირდებათ.

ამ წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენთან ათეულობით ქორწინება დარეგისტრირდა, გავეცით დაბადების და პირადობის მოწმობები, დავარეგსტრირეთ ასეულობით მიწის ნაკვეთი, მივიღეთ განაცხადები პენსიის დანიშვნის თაობაზე.

ცენტრის ბიბლიოთეკით (როგორც ბეჭდვური, ასევე - ელექტრონული) ხშირად სარგებლობენ ადგილობრივი მცხოვრებლები, ახალგაზრდები. აქვე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი (ვაიფაი), გვაქვს სკაიპ-ოთახიც, სადაც მსურველებს შეუძლიათ, სკაიპით სასურველი კავშირები დაამყარონ იზოლირებულ გარემოში.

ჩვენს საკონფერენციო დარბაზში არაერთი საინტერესო შეხვედრა იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ.

გარდა ამისა, ყოველ ხუთშაბათს მოსახლეობას ჩვენს ცენტრში შუძლია, ისარგებლოს ადვოკატის უფასო კონსულტაციებით.

 

მაია ფესტვენიძე, ოპერატორი:

მე გეგუთელი ვარ. როდესაც გავიგე, რომ აქ საზოგადოებრივი ცენტრი შენდებოდა და გამოცხადებული იყო კონკურსი ვაკანსიებზე, შევიტანე განაცხადი, შეირჩა ჩემი კანდიდატურა, გავიარე სტაჟირება და ცენტრის გახსნის დღიდან ვემსახურები მოქალაქეებს. არის დღეები, როცა 50-ზე მეტი ადამიანის მომსახურება გვიწევს, რომელთა შორის ბევრი ჩემი ნაცნობია, რადგან ადგილობრივი ვარ. თითქმის ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ჩვენი ცენტრიდან მოქალაქე უკმაყოფილო წასულიყოს.

 

შალვა წიქორიძე (მომხმარებელი):

16 წლის რომ გავხდი, პირადობის მოწმობის ასაღებად მშობლები წამ- ყვნენ ქუთაისში. ცოტა ხნის წინ დამეკარგა ის პირადობის მოწმობა და ახლა აღსადგენად აქ მოვედი, რა თქმა უნდა, დედის გარეშე, აქვე ვცხოვრობ და 5 დღეში აქვე ავიღებ ახალ პირადობის მოწმობას. ძალიან კარგია, რომ სოფელში ასეთი თანამედროვე საზოგადოებრივი ცენტრი გვაქვს.

 

ანა ვაჩიბერაძე (მომხმარებელი):

ჩემს პირადობის მოწმობას ვადა      ჰქონდა გასული, მაგრამ ახლის ასაღებად წყალტუბოში წასავლელად ვერადავერ მოვიცალე. ამასობაში გეგუთში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი და წინასწარ არც კი დამიგგემავს, ისე შემოვიარე ცენტრში, დავტოვე საჭირო დოკუმენტები და რამდენიმე დღეში ახალი პირადობის მოწმობის მფლობელიც გავხდი.

 

იზო ჯანლიძე (მომხმარებელი):

სოფელში ბუნებრივი გაზი რომ შემოიყვანეს, ოჯახში ისე ვერ შეიყვანდი ჭიშკრამდე მიყვანილ გაზს, თუ საჯარო რეესტრში არ იყო ქონება დარეგისტრირებული.  ამ დარეგიტრირებას კი, წყალტუბოში რამდენჯერმე ჩასვლა ჭირდებოდა, რაც მაშინ ბევრმა ვერ შეძლო. ახლა კი აქვე, სახლიდან 2 კილომეტრში მოვაგვარე ეს პრობლემა და გაზიც შემოვიყვანეთ. მადლობა ყველას, ვინც ეს საზოგადოებრივი ცენტრი სწორედ ჩვენს სოფელში გახსნა.

გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობაც.

 

გრიგოლ სანებლიძე (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ გეგუთში):

ახალი დანიშნული ვიყავი ამ თანამდებობაზე, როცა გადაწყდა ცენტრის მშნებელობის საკითხი და   საძირკვლის ჩაყრის დღიდან გახსნის დღემდე ერთი წუთითაც არ მიგვიტოვებია უყურადღებოდ ეს მშენებლობა. ჩვენ სოფლის გამგეობის ძველ შენობაში ვიყავით განთავსებული. მივიღეთ შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროდან, რომ საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ჩვენთვისაც გამოიყოფოდა ფართი, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით და ახლა ჩვენც  ვსარგებლობთ ამ თანამედროვე  შენობის მრავალმხრივი შესაძლებლობებით. გამგეობის შენობა კი გეგუთის საჯარო სკოლას დავუთმეთ, მანამდე, სანამ სკოლის ახალი შენობა აშენდება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ამ ზონაში მართლაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. სამი ტრანსპორტი  უნდა გამოეცვალა ჩვენს მოსახლეობას, დაეხარჯა დრო და სახსრები , რომ წყალტუბოს სერვის-ცენტრში მიეღო შესაბამისი მომსახურება. ახლა კი სწრაფად და მარტივად ხდება მათთვის სასურველი სერვისების მიღება.

 

თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი:

„სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. ახალი წიგნები, ელექტორნული ბიბლიოთეკა და ელექტრონულ სერვისებზე წვდომა არ უნდა იყოს მხოლოდ ქალაქებში მცხოვრები ადამინებისთვის.  ჩვენ გვინდა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა იყოს  ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის თანასწორი,  როცა საქმე ეხება მიწის რეგისტრაცია, საკუთრების რეგისტრაცია, პასპორტის და პირადობის მოწმობის აღებას, წიგნს, ბიბლიოთეკას, და ა. შ. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრებში ჩვენი პარტნიორების დახმარებით მარტივად შეუძლიათ ჩვენს პენსიონერებს პენსიის მიღება, ახალგაზრდებს ინტერნეტით სარგებლობა, მობილური ქსელის მომსახურება, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სერვისების მიღება“. 

 

***

საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია: www.centri.gov.ge.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია