საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისში 270 მილიონიანი ინვესტიციით აიეტის ისტორიული ქალაქი გაცოცხლდება
ქუთაისში 270 მილიონიანი ინვესტიციით აიეტის ისტორიული ქალაქი გაცოცხლდება
სულ ნანახია 1175
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს  სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ კომპანია "აია ინტერტაიმენტი" ქალაქში 270 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, ქუთაისის პარლამენტის შენობის მომიჯნავე ტერიტორია, 75 ჰექტარ მიწის ნაკვეთი, ქუთაისის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს უკვე გადასცა.     

კომპანიის წარმომადგენლის, ვახტანგ გაგნიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის გადაცემის ტექნიკური დეტალები ზუსტდება,  პროექტი უკვე წარედგინა სახელმწიფო უწყებებს და მათი მხირდან მოწონებულია.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში სასტუმრო კომპლექსი, აკვა-პარკი, სამორინე, კინოთეატრი, სპორტული და გასართობი კომპლექსები განთავსდება. პროექტი 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, ინვესტორ კომპანიას  ეთნოგრაფიული მუზეუმის მსგავსი ზონის განვითარებაც სურს.

ცნობილია ისიც, რომ წარმოდგენილი პროექტები ექსკლუზიურია და ის უცხოეთში მოღვაწე ქართველმა გააკეთა, ხოლო ინვესტირებას შვეიცარული, ჰოლანდიური და ავსტრიული კომპანიები განახორციელებენ, თუმცა მათი კონკრეტული სახელწოდებები ჯერ არ ხმაურდება. პროეტქი ქუთაისის გარდა, სამტრედიაში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას და საჩხერეში საწარმოს განთავსებასაც ითვალისწინებს.

პროექტის ტურისტული ნაწილი ქუთაისის უძველეს სახელთან, აიეტთან და არგონავტების მითთან არის დაკავშირებული.

 

კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ პროექტს მიწის გადმოცემიდან  5 წელში სრულად განახორციელებს.                   

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია