დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაზეთ „ P.S.“-ის სიურპრიზი და „ისტორიული“ საჩუქარი ერთგულ მკითხველებს
გაზეთ „ P.S.“-ის სიურპრიზი და „ისტორიული“ საჩუქარი ერთგულ მკითხველებს
სულ ნანახია 1486
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო და ერ­თგუ­ლო მკითხვე­ლო,

თუ ამ წე­რილს უკ­ვე კითხულობ, მა­შინ ჩვე­ნი სი­ურ­პრი­ზიც და ის­ტო­რი­აც ხელთ გიპყრია. დღე­ი­დან ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხვე­ლები ყოველ ახალ ნო­მერ­თან ერ­თად, სა­ჩუქ­რად გა­ზეთ „P.S.“-ის 20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის სხვა­დასხვა ნა­წილ­საც მი­ი­ღებენ. იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც აქამ­დე სა­რე­დაქ­ციო არ­ქივ­ში ინახებოდა და დღეს, ახალ­თან ერ­თად, კვლავ თქვე­ნი ცხოვ­რების ნა­წი­ლად იქ­ცე­ვა.

 

ამ სა­რე­დაქ­ციო სვეტს დღეს გან­სა­კუთ­რებული სიყვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და მად­ლი­ე­რებით  ვწერ. ვწერ მათ­თვის, ვინც ჯერ კი­დევ არ აქ­ცია ზურ­გი ჟურ­ნალ-გა­ზე­თების კითხვას  და სრუ­ლად არ ჩა­ი­ძი­რა კომ­პი­უ­ტე­რულ სამყარო­ში, ვინც დღემ­დე ჩვე­ნი გა­ზე­თის P.S.“-ის („პოს­ტსკრიპ­ტუ­მის“) გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ერ­თგუ­ლი მკითხვე­ლია.

დიახ, სამ­წუხაროდ, ფაქ­ტი­ა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ახალი ტექ­ნო­ლო­გიების სწრა­ფი გან­ვი­თა­რება ტრა­დი­ცი­ულ ბეჭ­დურ მე­დი­ას მხოლოდ ის­ტო­რი­ის  ნა­წი­ლად  აქ­ცევს და მის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვას წერ­ტილს უს­ვამს. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ არ­სებობენ ჩვენ­ნა­ი­რი „ახირებული“  ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც  ჯიუ­ტად, ყოველ­გვა­რი შე­მო­სავ­ლებისა თუ ე.წ. გრან­ტების  გა­რე­შე აგ­რძე­ლებენ ბეჭ­დუ­რი გა­ზე­თის გა­მო­ცე­მას  და ერ­თგულ მკითხვე­ლამ­დე მი­ტა­ნას.

ამა­ვე დროს, ჩვენ, რა თქმა უნ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, არ ჩა­მოვ­რჩეთ დროს და ინ­ტერ­ნე­ტა­უ­დი­ტო­რი­ის­თვის ვა­კე­თებთ ყოველ­დღი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო  ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მას www.psnew­s.ge-ს. თუმ­ცა, ეს არ გვაძ­ლევს იმის უფ­ლებას, რომ უა­რი ვთქვათ იმ ერ­თგულ მკითხველ­ზე, რო­მელ­თაც ნაბეჭ­დი გა­ზე­თის წა­კითხვა სურთ. თა­ნაც, სხვა­დასხვა კვლე­ვებზე დაყრდნობით, ისიც ფაქ­ტი­ა, რომ ჯერჯერობით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახლეობის ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს მი­უწ­ვდება ხელი ინ­ტერ­ნეტ­ზე...

სწო­რედ ამი­ტომ ჩვე­ნი და თქვე­ნი გა­ზე­თი P.S.(„პოს­ტსკრიპ­ტუ­მი“), თა­ვი­სი 20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით, ძვე­ლი­სა და ახლის შერწყმით, კვლავ  თქვენ­თვის აგ­რძე­ლებს სი­ცოცხლეს, რა­თა ყვე­ლამ ერ­თად, ვი­საც  გა­ზე­თის ხელ­ში აღება და კითხვა გვიყვარს, თა­მა­მად ვთქვათ: „ჰოპ­ლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

 

დი­დი სიყვა­რუ­ლით, თქვე­ნი

ნეტო გუბელაძე,

 

მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია