საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მთავ­რობა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­სახებ რე­გი­ო­ნებში სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას გეგ­მავს
სულ ნანახია 680
ავტორი:

 

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­სახებ, მო­ქა­ლა­ქეების ინ­ფორ­მი­რების მიზ­ნით, რე­გი­ო­ნებში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კამ­პა­ნი­ის განხორ­ცი­ე­ლებას გეგ­მავს - ამის შე­სახებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­სი­ის 55-ე სხდო­მა­ზე გა­ნაცხადა, რო­მე­ლიც მთავ­რობის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რეობს.

 

„ჩვენ გვქონ­და წი­ნას­წა­რი თათბირი იმის თაობაზე, თუ რო­გორ გავ­ზარ­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებში ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დასხვა პროგ­რა­მის ხილ­ვა­დობა და სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ვაძ­ლი­ე­როთ ამ მი­მარ­თუ­ლებით. ვა­პი­რებთ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კამ­პა­ნია და­ი­გეგ­მოს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლებით, რა­თა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეებმა იცოდ­ნენ იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახმა­რების პროგ­რა­მების შე­სახებ, რომ­ლებიც ჩვენ გვაქვს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სხვა­დასხვა მი­მარ­თუ­ლებით - ეს არის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რების, სა­კა­ნონ­მდებლო რე­ფორ­მების, „თვი­ნინ­გის“ პროგ­რა­მები; სოფ­ლის მე­ურ­ნეობის დახმა­რების პროგ­რა­მები; იცოდ­ნენ და ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რა სი­კე­თეები მო­აქვს ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, თუ რო­გორ ხდება ქვეყნის ტრან­სფორ­მა­ცია იმ მი­მარ­თუ­ლებით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რება უკე­თე­სი იყოს, შე­საძ­ლებლობათა სპექ­ტრი გა­ფარ­თოვ­დეს ნების­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, იმის­თვის, რომ მი­ი­ღოს უკე­თე­სი გა­ნათ­ლება, იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნიებმა მოახდი­ნონ ექ­სპორ­ტი ევ­რო­პის ბაზ­რებზე და ა.შ.“ - გა­ნაცხადა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია