დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა პრობლე­მებს უქ­მნი­ან წყალ­ტუბოს „მარ­შრუტ­კები“ ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო ავ­ტობუსებს
რა პრობლე­მებს უქ­მნი­ან წყალ­ტუბოს „მარ­შრუტ­კები“ ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო ავ­ტობუსებს
ავტორი: და­ლი ბარაბაძე
სულ ნანახია 1385
ავტორი:
და­ლი ბარაბაძე
მსგავსი სიახლეები

ტრან­სპორ­ტის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებისათ­ვის ტრან­სპორ­ტის განყოფი­ლების თა­ნამ­შრომ­ლები ახდე­ნენ სა­გა­რეუბნო ტრან­სპორ­ტის ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საზ­ღვრებში მა­თი შე­მოს­ვლის და შემ­დგომ გა­და­ად­გი­ლების შეს­წავ­ლას. რის სა­ფუძ­ველ­ზეც პრი­ო­რი­ტე­ტად მიგ­ვაჩ­ნია სა­გა­რეუბნო ტრან­სპორ­ტის­თვის ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზ­ღვრის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­მარ­თუ­ლებების მიხედ­ვით გა­ნი­საზ­ღვროს მა­თი გა­ჩე­რების ად­გი­ლები. ამჟამად ასე­თი გა­ჩე­რება ეწყობა წყალ­ტუბოს სა­გა­რეუბნო მი­მარ­თუ­ლებისათ­ვის ჯავახიშ­ვი­ლის ?3-ის (ალბათ, უნ­და ეწე­როს  ჯავახიშ­ვი­ლის ?73, ან ბუხაი­ძის ?3 დ.ბ.) მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც და­იდ­გმება მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­ლა­რო-სა­დის­პე­ჩე­რო. ეს არის ამო­ნა­რი­დი ქუ­თა­ი­სის მე­რის, შო­თა მურ­ღუ­ლი­ას წე­რი­ლი­დან, რო­მელ­საც იგი წერს შპს „სი­ტი ლა­ი­ნის“ დი­რექ­ტორს, ალექ­სან­დრე დვა­ლიშ­ვილს. წე­რილ­ში მი­თი­თებული ნა­გებობა უკ­ვე 2 თვე­ზე მე­ტია დგას, მაგ­რამ არა იმ ფუნ­ქცი­ით, რაც ამ წე­რი­ლი­თაა გან­საზ­ღვრუ­ლი.

ად­რე წლებში, ყვე­ლას კარ­გად გვახსოვს, რო­გორ გა­მარ­თუ­ლად მოძ­რაობდა  ჯავახიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტრო­ლეიბუსი. შემ­დეგ ეს ერ­თა­დერ­თი ტრან­სპორ­ტი ?22 ავ­ტობუსით შე­იც­ვა­ლა. ისიც წლების მან­ძილ­ზე სა­ნი­მუ­შოდ, ყოველ­გვა­რი შე­ფერხების გა­რე­შე მუ­შაობდა. მოგ­ვი­ა­ნებით, სუბიექ­ტურ მი­ზეზ­თა გა­მო, და­ი­ნიშ­ნა ?35 სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, რო­მე­ლიც კუდ­ში დას­დევს ?22 ავ­ტობუსს და გა­უ­ნახევ­რა მას მგზავ­რთა ნა­კა­დი.

?22 ავ­ტობუსი სა­ნახევ­როდ, მაგ­რამ მა­ინც ივ­სებოდა წყალ­ტუბოდან მო­მა­ვა­ლი ?7 ავ­ტობუსი­დან (შემ­დგომ­ში სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან) ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რებით. მაგ­რამ ?7 მარ­შრუ­ტი, რომ­ლის ბოლო გა­ჩე­რებაც ჯავახიშ­ვი­ლის ქუ­ჩაა, ბოლო წლებში თა­ვად და­დის მგზავ­რთა­გან და­ცა­რი­ე­ლებული, რად­გან წყალ­ტუბოს ხაზს და­ე­მა­ტა ?22, ?30, ?36, ?44 სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სები, რომ­ლებიც რო­გორც მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო განყოფი­ლებაში გვითხრეს, საკ­რებულოს დად­გე­ნი­ლებით მი­დი­ან ქა­ლა­ქის ცენ­ტრამ­დე და მა­თი გა­ჩე­რების ბოლო წერ­ტი­ლიც წი­თე­ლი ხიდის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­აა.

მგზავ­რთა­გან და­ცა­რი­ე­ლებული ?22 ავ­ტობუსის მძღო­ლები და მგზავ­რები,  ჯავახიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებლები, ხელი­სუფ­ლებას სთხოვენ, მათ უბან­ში ტრან­სპორ­ტის პრობლე­მების მოგ­ვა­რებაში დახმა­რებას. მო­სახლეობამ დახმა­რება ასე­ვე სთხოვა  ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს წევრს, გა­მარჯვების მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატს, ნა­ტო ქა­თა­მა­ძეს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე შეხვდა მათ.

 

მძღო­ლებმა დე­პუ­ტატს შეს­ჩივ­ლეს, რომ მათ­თან მგზავ­რთა ნა­კა­დის შემ­ცი­რება წყალ­ტუბოდან მო­მა­ვალ­მა ტრან­სპორ­ტმა გა­მო­იწ­ვია: „მო­ვითხოვთ, რომ რა­ი­ო­ნებიდან შე­მო­სულ­მა ავ­ტობუსებმა მგზავ­რები ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლე­ლებთან და­ტო­ვონ. მათ გა­დაყვა­ნას კი ჩვენ, ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტრან­სპორ­ტი მო­ვახდენთ,“ - აცხადებს ?22 ავ­ტობუსის მძღო­ლი ავ­თო ხაჭა­პუ­რი­ძე.

„აი, ბატო­ნო! ავ­ტო­სად­გო­მი ხომ გა­ნა­თავ­სეს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად მარ­კე­ტი გახსნეს. თბილის­ში მი­მა­ვა­ლი ავ­ტობუსების სა­დის­პე­ჩე­რო გახსნეს. ას­ფალ­ტზე არ არის ნიშ­ნუ­ლები. უნ­და დაიხაზოს ას­ფალ­ტზე და გა­კეთ­დეს მი­ნიშ­ნებები ?22 ავ­ტობუსი, ?31 ავ­ტობუსი. ავ­ტობუსის გა­ჩე­რების ად­გილ­ზე მსუბუქი ავ­ტო­მან­ქა­ნები დგებიან. ჩვენ პრობლე­მები გვექ­მნება,“ - ამბობს ?22 ავ­ტობუსის მძღო­ლი ჯეი­რან ვარ­და­ნი­ძე.

„ცა­რი­ე­ლი მან­ქა­ნებით დავ­დი­ვართ.  ჯერ ?35 მარ­შუტ­კა ჩაგ­ვის­ვეს და მან წაგ­ვარ­თვა მგზავ­რები. ამას წყალ­ტუბოდან შე­მო­სუ­ლი ტრან­სპორ­ტი ემა­ტება. მო­ვითხოვთ, შეს­რულ­დეს მე­რის ბრძა­ნება და რა­ი­ო­ნებიდან შე­მო­სუ­ლი ტრან­სპორ­ტი შე­მო­სას­ვლე­ლებთან და­ი­ცა­ლოს. რაც ჩვენ მგზავ­რთა ნა­კადს გაგ­ვიზ­რდის. სხვა­ნა­ი­რად მუ­შობას ვერ შევ­ძლებთ,“ - აცხადებს რო­მან ხეცუ­რი­ა­ნი.

ტრან­სპორ­ტის გარ­და, მო­სახლეობამ მას­თან მი­სულ დე­პუ­ტატს ქუ­ჩა­ში არ­სებული სხვა პრობლე­მების შე­სახებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია: და­სუფ­თა­ვება, ყინუ­ლის მო­ედ­ნი­დან გა­მო­სუ­ლი ხმა­უ­რი, მო­ედ­ნის გა­დახურ­ვის და მო­პირ­და­პი­რე მხარეს და­მონ­ტაჟებული თეფ­შების დახუნ­ძლუ­ლი გა­დამ­ცე­მი ან­ძის ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლობაზე უარყოფი­თი ზე­მოქ­მე­დება.

შეხვედ­რა ტ/რ კომ­პა­ნია „რი­ო­ნის“ და new­press.ge სა­ა­გენ­ტოს ეთე­რებით გა­შუქ­და, სა­დაც ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ტრან­სპორ­ტის სამ­სახურის უფ­როს­მა, ირაკ­ლი ცხვე­დი­ან­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: „ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობა, რა თქმა უნ­და, ამ სა­კითხზე მუ­შაობს. ბუხაი­ძის ქუ­ჩა­ზე მო­ეწყო სად­გუ­რი, რო­მელ­მაც უნ­და და­იწყოს მუ­შაობა მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტი და­ას­რუ­ლებს კა­ნო­ნის მი­ღებას, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლობას მი­ა­ნი­ჭებს იმის უფ­ლებამო­სი­ლებას, რომ შევ­ძლოთ სა­გა­რეუბნო ხაზების გა­კონ­ტრო­ლება. ჯერჯერობით, სა­გა­რეუბნო ხაზების გა­კონ­ტრო­ლება თვით­მმარ­თვე­ლობას არ შე­უძ­ლია. პარ­ლა­მენ­ტი ამ სა­კითხზე მუ­შაობს.“

თა­ვის მხრივ, პრობლე­მის ად­გილ­ზე გაც­ნობის დროს, ნა­ტო ქა­თა­მა­ძემ ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: „მო­ქა­ლა­ქეებს სხვა­დასხვა პრობლე­მა აქვთ, რო­მელ­თა მოგ­ვა­რებაც უკ­ვე ეტა­პობრი­ვად ხდება. რაც შეეხება მძღო­ლების პრობლე­მას, მა­თი შე­ნიშ­ვნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნია. ამ სად­გურს უნ­და დაუბრუნ­დეს თა­ვი­სი ფუნ­ქცია. სა­დის­პე­ჩე­როს ნაც­ვლად მა­ღა­ზია გახსნი­ლა. წყალ­ტუბოდან მო­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტი ქა­ლაქ­ში გა­დის და აქ არ არის მა­თი ბოლო გა­ჩე­რება. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მძღო­ლებს აქვთ თა­ვი­ან­თი პრე­ტენ­ზიები. მგზავ­რთა ნა­კა­დი იკ­ლებს, ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქამ­დე მიჰყვებიან წყალ­ტუბოს მარ­შრუტს წყალ­ტუბოე­ლი მგზავ­რები. გა­მომ­დი­ნა­რე ყოვე­ლი­ვე­დან, ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნებით მე მათ გვერ­დით დავ­დგები და ვიბრძო­ლებ იმის­თვის, რომ ყვე­ლა მოთხოვ­ნა, რაც აქ მო­ვის­მი­ნე, იქ­ნეს კა­ნო­ნის ფარ­გლებში მოქ­ცე­უ­ლი. არ­სებულ სა­კითხს აუ­ცი­ლებლად გან­ვიხილავ ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში.“

მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მდგო­მა­რეობაა ამჟამად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობლე­მის გა­დაჭ­რის კუთხით  და გა­ვე­საუბრე ირაკ­ლი ცხვე­დი­ანს და ნა­ტო ქა­თა­მა­ძეს.

ჩემს კითხვა­ზე: ირაკ­ლი თქვენ ად­რე აცხადებდით, რომ წყალ­ტუბოდან შუ­ა­გულ ქა­ლაქ­ში შე­მო­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტის პრობლე­მის გა­დაწყვე­ტა საკ­რებულოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. ახლა კი აცხადებთ, რომ პრობლე­მა მხოლოდ პარ­ლა­მენ­ტია. მოგ­ვარ­დება, ირაკ­ლი ცხვე­დი­ან­მა გა­ღი­ზი­ა­ნებული ტო­ნით მი­პა­სუხა: სიტყვა­ზე რა­ტომ მი­ჭერთ? ჩე­მი პა­სუხი კი ასე­თი იყო: „არა ბატო­ნო! პი­რი­ქით ვა­ღი­ა­რებ და გე­თანხმებით, რომ თქვენც და მთე­ლი ტრან­სპორ­ტის სამ­სახურიც ნამ­დვი­ლად ცდი­ლობთ დაეხმა­როს და ეხმა­რებით კი­დეც გან­სა­კუთ­რებულად სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მგზავ­რებს, რომ­ლებასც ზოგჯერ პრობლე­მა ექ­მნებათ უფა­სოდ გა­და­ად­გი­ლების უფ­ლებით სარ­გებლობისას, რად­გან მძღო­ლების თქმით, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მარ­თვე­ლობის მხრი­დან, ხდება უფა­სო ტა­ლო­ნების დაგ­ვი­ა­ნებით ანაზ­ღა­უ­რება. თუმ­ცა, რო­გორც ?22 ავ­ტობუსის მძღო­ლი რო­მან ხეცუ­რი­ა­ნი აცხადებს: „ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში მათ სამ­გზავ­რო ტა­ლო­ნების სა­ფა­სუ­რი ეძ­ლე­ვათ სრუ­ლად 30 თეთ­რი თი­თო­ზე. ჩემ­თან საუბარ­ში ირაკ­ლი ცხვე­დი­ან­მა დას­ძი­ნა, რაც შეეხება პარ­ლა­მენ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობას აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში და მხოლოდ მას შემ­დგომ, რაც ჩვენ კა­ნო­ნი­ე­რად მოგ­ვე­ნი­ჭება ამის უფ­ლება, რა თქმა უნ­და, მოხდება პრობლე­მის გა­დაჭ­რა. თუმ­ცა ამ წუთ­შიც ამ სა­კითხზე დღე­საც ვმუ­შაობთ.“

ახლახანს ნა­ტო ქა­თა­მა­ძე­საც შევხვდი:  „ჩვენ ვსაუბრობთ ავ­ტო­სად­გურ­ზე, რო­მე­ლიც ორ რა­ი­ო­ნულ ცენტრს და ქა­ლაქს აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან. თა­ვის­თა­ვად სა­კითხი მა­ღალ დო­ნე­ზეა გა­და­საწყვე­ტი. ვფიქ­რობ, სხვა შეზ­ღუდ­ვა უნ­და და­წეს­დეს. წყალ­ტუბოდან მო­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლებს უნ­და აეკ­რძა­ლოთ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რების უფ­ლება და უნ­და დაჯარიმ­დნენ იმ შემთხვე­ვა­ში, თუ მგზავრს აიყვა­ნენ. ასე­ვე ?22 ავ­ტობუსები ასე­თი დი­დი მო­ცუ­ლობის შე­იძ­ლება არც იქ­ნეს. შე­საძ­ლოა, მათ ნაც­ვლად მიკ­რო ავ­ტობუსები და­ი­ნიშ­ნოს. გა­მოცხად­დება ტენ­დე­რი და მძღო­ლები მი­ი­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას. რაც შეეხება ავ­ტო­სად­გურს, მე გა­მო­ვითხოვე ინ­ფორ­მა­ცია და ვე­ლო­დები პა­სუხს.

გარ­და ტრან­სპორ­ტი­სა, მო­სახლეობა საუბრობს ზებრას­თან და­კავ­ში­რებით. ალბათ, მოხდება ახალი დახაზ­ვები  და ერ­თი ასე­თი იქ­ნება სკო­ლის წინ.

რაც შეეხება ყინუ­ლის მო­ედ­ნის გა­და­ტა­ნას, ეს სე­რი­ო­ზულ თანხებთა­ნაა და­კავ­ში­რებული. მე თა­ვი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი ვიყავი მი­სი ამჟამინ­დელ ად­გილ­ზე და­მონ­ტაჟებისა. ვაპ­რო­ტეს­ტებდი კი­დეც. გა­და­ტა­ნის­თვის ბიუჯეტ­ში თანხებია მო­სა­ძებნი, რაც ად­ვი­ლი საქ­მე არაა. ყინუ­ლის მო­ედ­ნის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვების­თვის მო­სახლეობას მო­ვუ­წო­დებ, ერთ-ერთ შაბათ-კვი­რას მო­ვაწყოთ შაბათობა. მეც თქვენ­თან ერ­თად და­ვა­სუფ­თა­ვებ. ასე­ვე, თუ­კი მო­სახლე და­ი­ნახავს, რომ იქ ვინ­მე ნა­გავს ყრის, გა­მო­ი­ძახოს პატ­რუ­ლი. იქ­ვე და­მონ­ტაჟებული ვი­დეო თვა­ლი კი და­ა­ფიქ­სი­რებს ფაქტს და დამ­ნა­შა­ვე 50 ლა­რით დაჯარიმ­დება.

მო­სახლეობას იქ და­მონ­ტაჟებული  ან­ძა აწუხებს. აცხადებენ, რომ მათ ჯან­მრთე­ლობაზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. ესეც რთუ­ლად მო­საგ­ვა­რებელია, რად­გან ყვე­ლა ან­ძა, რაც ქა­ლაქ­შია და­მონ­ტაჟებული ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლობაშია. ან­ძებიდან შე­მო­სუ­ლი თანხებიც მათ­თან მი­დის (სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ვა­დებული ადა­მი­ა­ნები კი ქუ­თა­ისს რჩება დ.ბ.). ყვე­ლა პრობლე­მა რთუ­ლია, თუმ­ცა მო­უგ­ვა­რებელი არა­ფე­რია...“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია