დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჩუქარი რეგიონულ მედიას - პოლონეთში სტაჟირება
საჩუქარი რეგიონულ მედიას - პოლონეთში სტაჟირება
სულ ნანახია 1220
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

პოლონური ასოციაციის „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „საქართველოს ადგილობრივი  გაზეთები მობილურ სინამდვილეში“ - ფარგლებში მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი პაატა ცნობილაძე პოლონეთში სტაჟირებით დაჯილდოვდა. რედაქციას კი დიპლომი და ინტელექტუალური პრიზი გადაეცა.

 

17-დან 23 ოქტომბრამდე ქართული რეგიონული მედიის რვა წარმომადგენელი იმერეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, სვანეთიდან, ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვოში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ.

ისინი სტუმრობდნენ ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს და ადგილზე ეცნობოდნენ მათ საქმიანობას.

ქართველი ჟურნალისტებისათვის მრავალმხრივ საინტერესო იყო პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება მულტიმედიური მუშაობის პრინციპების შესახებ, თუ როგორ უნდა მიაწოდო აუდიტორიას თანამედროვე სტანდარტებით შექმმნილი მედია პროდუქტი, როგორ უნდა გაითვალისწინო მკითხველთა მრავალმხრივი ინტერესი.

ქართველ ჟურნალისტებს მასპინძლობასა და მეგზურობას უწევდნენ პროექტის ორგანიზატორები და ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლები: აგნეშკა ნოვინკა - პროექტის ხელმძღვანელი, მარჩინ ბანკი პროექტის მთავარი ტრენერი; პიოტრ კრიშიაკი, იაროსლავ ბაბიცკი პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემლები; ალიცია მოლენდა პოლონური ადგილობრივი გაზეთის „პრჟელომ“ გამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე.

ქართული მედიის წარმომადგენელთა ვიზიტი კრაკოვოში რამდენიმე ადგილობრივმა მედია გამოცემამ გააშუქა.

გარდა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა, პოლონელმა მასპინძლებმა ქართველ ჟურნალისტებს ისტორიული მნიშვნელობის ადგილებიც დაათვალიერებინეს. კერძოდ, ოსვენციმის (აუსშვიცის) საკოცენტრაციო ბანაკი და ვაველის სასახლე კრაკოვში.

 

პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ RITA-ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია