დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტებში დაბრუნების მოტივაცია უნდა გაუჩნდეთ
ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტებში დაბრუნების მოტივაცია უნდა გაუჩნდეთ
სულ ნანახია 1666
ავტორი:

რას ელოდება და რას მოითხოვს ახალგაზრდა ამომრჩეველი მომავალი პარლამენტისგან, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა ახალგაზრდების ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად? - ამ შეკითხ-ვით რამდენიმე ხარაგაულელ ახალგაზრდას მივმართეთ.

 

ანა გოლუბიანი (20 წლის): - ნებისმიერი მოქალაქე ვალდებუ-ლია, რომ მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი პო-ზიცია დააფიქსიროს. მომავალი პარლამენტისგან ისეთ პროგრამას ველოდები, რომელიც რეალურად შესრულებადი იქნება. წლებია, მთავარი პრობლემა დასაქმება და სამუშაო ადგილებია. პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მოლოდინი მაქვს. კარგი იქნება, თუ სტუდენტების დასაქმებაზეც იზრუნებენ, ქვეყანაში მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ პენსიონერებს, ახალგაზრდებისთვის კი მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მეტი გასართობი ადგილი შეიქმნება.

 

თამარ ჩხიკვაძე (18 წლის): - მომავალი პარლამენტის სამოქმედო გეგმაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას; ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას და მათზე გრანტების გაცემას. თითოეულ ადამიანს უნდა მიეცეს სასურველი განათლების მიღების შესაძლებლობა. დღევანდელმა ახალგაზრდებმა წლების შემდეგ ჩვენი ქვეყანა უნდა მართონ. ამიტომ მათი განათლებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა აუცილებელია.

 

შალვა ჩხეიძე (21 წლის):  - მინდა, ავირჩიოთ პარლამენტი, რომელსაც რეალური ძალა ექნება და დააბალანსებს  ხელისუფლების დანარჩენ  შტოებს. პარლამენტარები უნდა იყვნენ კვალიფიციურები, კანონშემოქმედებით საქმეში გამოცდილები, უნდა იცავდნენ კონსტიტუციას, ფიქრობდნენ ქვეყნის რეალურ კეთილდღეობაზე. პარლამენტი მეტად უნდა ზრუნავდეს განათლების სისტემის რეფორმაზე როგორც სკოლებში, ისე - უნივერსიტეტებში და ცდილობდეს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს დასაქმებაში.

 

ნინო ხარატიშვილი (24 წლის): - ყველა პარლამენტარმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი მოვალეობები. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მოსახლეობა მათ ქვეყნის სამსახურისთვის ირჩევს და არა - პირად ინტერესებზე ზრუნვისთვის. ახალგაზრდების ცხოვრება რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, საჭიროა განათლების სისტემაში ცვლილებები, წარმატებული სტუდენტების წახალისება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით, რომელზე ინფორმაციაც, როგორც წესი, მხოლოდ ვიწრო წრეებში ვრცელდება.

ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. უნდა გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება, დაუბრუნდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და მიღებული განათლება გამოიყენონ მათი განვითარებისათვის.

 

ლაშა გელაშვილი, (24 წლის):  - თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტემპი ძალიან მაღალია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ფეხი ავუწყოთ პროგრესს. პირველ რიგში, საჭიროა, დაიხვეწოს განათლების სისტემა, რათა ახალგაზრდებმა სკოლის ასაკიდანვე შეძლონ მრავალმხრივი განვითარება. საჭიროა ახალგაზრდული ინიციატივების უფრო მეტი დაფინანსება, რაც ადრეული ასაკიდანვე გაზრდის მათ მოტივაციას და გამოცდილებას.

 

ნინო კაპანაძე

 

გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია