დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობოების მიერ გამოვლენილი დარღვევები საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე
არასამთავრობოების მიერ გამოვლენილი დარღვევები საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე
სულ ნანახია 1635
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“, 559 ხმით მოუგო.

 

თამარ ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა, ხოლო 6981-მა მოქალაქემ კი ხმა მისცა ირმა ინაშვილს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი, შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურის დროს გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებზე მიუთითებენ და 4 უბანზე ბიულეტენების თავიდან გადათვლას მოითხოვენ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს შუალედური არჩენები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩეოდა, მათ შორის ერთ-ერთი თავისებურება იყო ის, რომ განსაკუთრებით მკვეთრად იყო გამოხატული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, მათი არაპროფესიონალური მიდგომა საქმისადმი და დაკისრებული მოვალეობების  არა-         ჯეროვანი შესრულება.

 

„სხვადასხვა უბანზე დავწერე  5 საჩივარი, რომელიც შეეხებოდა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას, აქედან ქალაქის იყო 3 და 2 სოფელ მანავსა და თოხლიაურის საარჩევნო უბნებზე. ამ საჩივრების განხილვა მეორე დღესვე მოხდა და ყველა დაკმაყოფილდა.

ჩვენი მოთხოვნა იყო დისციპლინური სახდელის დაკისრება აღნიშნული საუბნო კომისიის წევრებისთვის. შესაბამისად, ყველა საჩივარი დაკმაყოფილდა და კომისიის წევრებს სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელი შეეფარდათ. 

 

გარდა ამისა, ოლქში საიადან შევიდა კიდევ 5 საჩივარი, რომელიც შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმების საკითხებს. აქედან რამდენიმე უბანზე ჩვენს მიერ მოთხოვნილი იყო უბნის შედეგების გაბათილება და ხელახლა გადათვლა. ეს იყო -2, 45, 47 და -19 უბნები. ერთი სარჩელი გაიგზავნა სასამართლოში. უწყებამ ხუთი საჩივრიოდან 4 სრულად დააკმაყოფილა და ერთი - ნაწილობრივ.“

საგარეჯოს 11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა ბარიხაშვილის განცხადებით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დაიწერა.

 

„საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 20-მდე საჩივარი. ჩვენ განვიხილეთ ყველა საჩივარი, საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ნაწილს, სადაც იყო დარღვევა, შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, რომელიც გაფრთხილებას და საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებს. საოლქო საარჩევნო კომისიის ზოგი გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოშიც.

 

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. არცერთი ისეთი საჩივარი არ დაწერილა ან დარღვევა არ ყოფილა, რომელსაც შეეძლო, არჩევნების შედეგებზე გავლენა ჰქონოდა.

 

შუალედურმა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ ყოფილა გართულებები და შემთხვევები, რაც კენჭისყრის პროცესს შეაფერხებდა, შესაბამისად, არცერთ უბანს მუშაობა არ შეუჩერებია. მუნიციპალიტეტში, ჯამში იყო 49 და 1 სპეციალური უბანი.  შშმ პირებისთვის 11 უბანზე იყო ადაპტირებული საარჩევნო გარემო საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად.“

 

 

საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი იყო უჯარმის მე-13 საარჩევნო უბანი, რომელზეც მიბმული იყო მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეცუბანი.

 

საარჩევნო უბანზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სპეცუბანზე გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობაზე. საარჩევნო კომისიამ მუშაობა გვიან ღამის 03:15 საათზე დაასრულა.

კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ზედმეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი არჩევნების შედეგებს არ ენდობა. იგი, თანამოაზრეებთან ერთად საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებს და ორი კვირა მათთან ერთად შიმშილობდა კიდეც.

აქციის მონაწილეთა განცხა-დებით, მათი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო გარემოს შეცვლა, ასევე თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, რადგანაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების თქმით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარე-         ჯოში არჩევნების გაყალბებას.

 

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება“, - აცხადებს ინაშვილი.

 

„პატრიოტთა ალიანსი“ გარდა თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის თანამდებობებიდან გადაყენებისა, მაჟორიტარული არჩევნებისა და სპეცუბნების გაუქმებასაც ითხოვს. ალიანსი უახლოეს პერიოდში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

 

„ალიანსის მოთხოვნები უცვლელია. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ საჯარო მოხელეებზე, ვინც მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში და საარჩევნო გარემოს შეცვლა“, - აცხადებს ინაშვილი.

 

ალიანსისვე ინფორმაციით, მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

 

ნატალია ცისკარაშვილი

 

გაზეთი  „კახეთის ხმა“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია