დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგი წულაია „უუნარო“ ხელისუფლების წინააღმდეგ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1736
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ 9 ოქტომბერს ქუთაისში, წერეთლის ქუჩის ?2-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობის პირველ სართულზე არსებული მოსაცდელის გასხვისება გააპროტესტა. წულაიას განცხადებით, წერეთლის №2, სადაც ადრე სალონი  იყო განთავსებული, სოფიო ხომასურიძეს ეკუთვნოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ მესაკუთრემ თანხა ვერ დაფარა, საკუთრება  ბანკმა გაუყიდა. წულაია ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის გაყალბების ჩვეული გზით, აღნიშნული ფართი მიკროსაფინანსო   ორგანიზაცია  „სმარტ ფინანსის“   საკუთრებაში გადავიდა და ახალი მფლობელი აღნიშნული შენობის პირველ სართულზე არსებული მოსაცდელის შემინვას გეგმავს.

 

„თუკი ახალი მესაკუთრე ამ მოსაცდელს მართლა შემინავს, პირადად მოვალ, არ მოვერიდები ჯარიმას და ქვით ჩავამტვრევ მინებს, დავუმტკიცებ ამათ, რომ ეს ქვეყანა მარტო მათი არაა. ფართი წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, მაგრამ ამ უკანონო გადაწყვეტილების წინაშე ახალი ხელისუფლება უუნარო აღმოჩნდა,“ - აღნიშნა წულაიამ.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია