დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არჩევნების შესახებ
აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არჩევნების შესახებ
სულ ნანახია 1705
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საგარჯოში, ეთნიკურად დასახლებულ თემებში, ახალგაზრდების შეხედულებები არაერთგვაროვანია, 31 ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შესახებ. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის საარჩევნო პროცესი და პროცედურები საინტერესო არ აღმოჩნდა. მეორე ნაწილი საერთოდ არიდებს ამ თემაზე საუბარს თავს, დანარჩენი მცირე ნაწილი კი, რომელიც ჩვენს კითხვებს არ გაურბის, თითქმის ვერ ერკვევა საკუთარ უფლებებში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, იორმუღანლოელი იასახან მამედოვი შუალედური არჩევნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

მისი განმარტებით, ამ პროცესში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნების თემა არც აქამდე აინტერესებდა და ხმის მიცემის უფლებას არც ახლა იყენებს.

 

არ ვიცი, რა არჩევნები ჩატარდა, არ ვმონაწილეობ, რადგან არ მაინტერესებს ეს საკითხი. არც მაქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება, ამიტომ ვარ ასე განწყობილი არჩევნების მიმართ“, - აცხადებს მამედოვი.

 

მიუხედავად ნიჰილისტური გან-წყობისა, იორმუღანლოელი ახალგაზრდა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტი მივიდა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად.

 

იასინ აბაზოვს 18 წელი ახლახანს შეუსრულდა და მონაწილეობა მიიღო შუალედურ არჩევნებში. აბა-ზოვის განცხადებით, მართალია, საკუთარი არჩევანი გააკეთა, თუმცა მხოლოდ მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდის გამო.

 

„არაფერი არ ვიცი არჩევნებზე. სანამ არ მივედი, არ ვიცოდი, ვინ იყვნენ კანდიდატები, იქ მითხრეს. არ მაინტერესებს ეგ საკითხი“, - აცხადებს აბაზოვი.

 

სხვაგვარად ფიქრობს 16 წლის იორმუღანლოელი ახალგაზრდა. ზოჰრად მუსამბალიევისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა, მოქალაქემ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ აირჩიოს.

 

„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს აუცილებელია. მივესალმები არჩევნების შესახებ შეხვედრების ჩატარებას, რომ ყველამ გავიაზროთ, რა ფუნქცია გვაკისრია და ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ“.

 

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ როდის რა სახის არჩევნები ტარდება, ასევე - პროცედურებისა და საკუთარი უფლებების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ.

 

ლამბალოს საჯარო სკოლის პედაგოგ რუსუდან დუჩიძეს მიაჩნია, რომ ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და მათი ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისა და აქტიურობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო ხითარიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, ისინი მუდმივად თანამშრომლობენ ახალგაზრდებთან პროექტების, აქტივობებისა და სტაჟირებების გზით.

 

„ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით არაერთი აქტივობა განვახორციელეთ, ვინაიდან მათი აქტიურობა და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. აუცილებელია, მუდმივად განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები და აქტივობები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არჩევნების შესახებ, გამოიყენონ საკუთარი საარჩევნო უფლება, ვინაიდან ყველა ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ხითარიშვილი.

 

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლდ სტეფანიანი ფიქრობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და აქტიურობის გაზრდის მიზნით მთავრობამ და არასამთვრობო სექტორმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას. სტეფანიანი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლის ინტეგრირების მიზნით სკოლებში უნდა შეიცვალოს ქართული ენის სწავლების მეთოდიკა.

 

მაია მამულაშვილი

 

გაზეთი „კახეთის ხმა“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია