დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩევნები სოფლად
არჩევნები სოფლად
სულ ნანახია 1276
ავტორი:

ახლა  წინასაარჩევნო  მზადება თანდათანობით ძალაში შედის. ნელ-ნელა  იღვიძებენ  მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი  პოლიტიკური პარტიები. წერენ წინასაარჩევნო პროგრამებს.  გულდასმით ეძებენ  სიტყვებს ამომრჩეველთა საამებლად. ადგენენ მომხიბვლელ საარჩევნო  დაპირებებს. დაპირებებს-მეთქი, რომლისაც თითქმის აღარავის სჯერა, მაგრამ მაინც  მომავალს დიდი ინტერესითა და  იმედით შეჰყურებენ.

 

თეთრიწყაროს რაიონში 72 სოფელია, დაახლოებით 23 ათასი მაცხოვრებლით. სოფლის მცხოვრებთა შორის  ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნაკლებად აქტიურია წინასაარჩევნო მზადებაში, მაგრამ არჩევნებში ნებსით თუ უნებლიეთ ღებულობენ  მონაწილეობას. ხშირად საარჩევნო უბანზე  მიმავალი მოხუცები  სიაში მხოლოდ სასურველ ნომერს ეძებენ, რადგან მას ეს ნომერი ურჩიეს და ზოგჯერ ისიც არ იციან, იმ ნომრის იქით რა გვარია, ან რომელი პოლიტიკური პარტიაა. საშუალო ასაკის  ამომრჩევლები ვიღაცის ხათრით ან ვიღაცის საპატივცემულოდ აძლევენ ხმას ამა თუ იმ პარტიას და დეპუტატობის კანდიდატს.

 

ამ დროს უფრო მეტად აქტიურნი ახალგაზრდები არიან, თუმცა ისინიც ზერელედ  იცნობენ ასარჩევ  კანდიდატთა საარჩევნო პროგრამებს. ასეთ ვითარებაში  ავიწყდებათ, რომ თავიანთსავე  მომავლის არჩევნებს  ზერელედ  უყურებენ.  ამას მხოლოდ  მაშინ ხვდებიან, როდესაც არჩეული პოლიტიკური  პარტია მათ პრობლემებს არაფრად აგდებს.

 

პროგრამებს-მეთქი ვთქვი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სოფლის მოსახლეობასაც ნაკლებად სჯერა, თუნდაც არჩეულთა  პროგრამის ცხოვრებაში რეალურად განხორციელების. სინამდვილემ გვიჩვენა, მმართველ გუნდში ყოფილი პოლიტიკური პარტიების დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებად გვევლინებიან ხოლმე. ერთი სიტყვით,  ერთი პოლიტიკური პარტიის „აღმახნულს“  მომავალში მმართველ გუნდში მოხვედრილი პარტიები „დაღმა ხნავენ და ფარცხავენ“ . ასე  უკუღმართი ხვნითა და ფარცხვით ვიმკით იმ შედეგებს, რასაც ჰქვია სოციალური გაჭირვება, მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობა,  რომელიც ყველაზე მეტად  სოფელზე, სოფლის მოსახლეობაზე, სოფლის ამომრჩეველზე ახდენს გავლენას.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ბევრი სოფელია, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ, სადაც პრესა ნაკლებად მიდის, ინტერნეტსივრცეზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომაცაა, ხშირად უჭირთ მტყუან-მართლის გარჩევა. უფრო სწორად,  რასაც მათთვის კომპეტენტური პირი ეტყვის, იმ აზრს იზიარებენ. იმ განწყობით მიდიან არჩევნებზე . ასე ხდება სოფლად „სამართლიანი არჩევნების“ ჩატარება.

 

დამთავრდება არჩევნები, ყველა მოვლენა თავის ადგილს დაიკავებს, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, ყველაზე მეტად მოტყუებული კი ხშირ შემთხვევაში სოფლის ამომრჩეველი რჩება, რადგანაც იგი ნაკლებად ინფორმირებულია. და ამაოდ ელოდება თავისი ოცნების ასრულებას -  გაზრდილ პენსიას, შემცირებულ დენისა და გაზის ტარიფებს,სამუშაო ადგილებს, იაფ სესხებს,“შვილიშვილებისათვის საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობას“.

 

დიახ მოტყუებული სოფლის ამომრჩრველი ახლა მომავალი საპარლამენტო  არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. მზადებას-მეთქი ვთქვი, უფრო სწორად - ფიქრს. ვინ იქნება შემდეგი? ვის შეიძლება ანდო საკუთარი მომავლის ბედი? ვინ არ მოტყუვდება და ვინ შეასრულებს დაპირებებს? რა თქმა უნდა, ახლა ამის გამოცნობა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რაც ჩვენს საკუთარ ხელშია, ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ მალევე გვიანი არ იყოს თითზე „კბენანი“.

 

ნინა ბექაური

 

გაზეთი „დიდგორელები“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია