დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა არჩევნები ტარდება 2016 წელს - ეს უნდა ვიცოდე?
სულ ნანახია 1522
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამი კითხვით მივმართეთ იმის გასარკვევად, თუ რა იციან  მათ არჩევნების შესახებ.

 

რა არჩევნები ტარდება 2016 წელს საქართველოში?

 

 

ანა ქილიფთარი (17 წლის, ქალაქი ოზურგეთი): - ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევნები ტარდება 2016 წელს. ეს უნდა ვიცოდე?

 

 

ლელა კბილიანაშვილი (16 წლის, სოფელი ძიმითი): - როგორც მე ვიცი,  - საპრეზიდენტო. არ ვარ ამ პოლიტიკით დაკავებული და ამიტომ ზუსტ პასუხს ალბათ, ვერ გაგცემთ.

 

გიორგი სოკოლენკო (19 წლის, სოფელი მაკვანეთი): - ხშირად არ ვუყურებ ტელევიზორს და დარწმუნებული არ ვარ. მგონი, საპარლამენტო არჩევნები არის დანიშნული 2016 წელს.

 

 

 

რა დანაპირები დაგამახსოვრდათ ბოლო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიებიდან?

 

გიორგი იაკობაშვილი (18 წლის, ქალაქი ოზურგეთი): - მახსოვს, რომ საუბარი იყო გარემოს გაუმჯობესებაზე, გზების მოწესრიგებაზე და ოზურგეთის გალამაზებაზე. ჩემი აზრით, რასაც დაგვპირდნენ, ნელ-ნელა სრულდება დანაპირებები.

 

სერგო ტრუხანი (18 წლის, ქალაქი ოზურგეთი/ანასეული): - ნამდვილად არ ვინტერესდები საარჩევნო თემატიკით. არა მგონია, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო დანაპირებებს ასრულებდნენ.

 

ლიკა ჯაიანი (18 წლის, დაბა ნარუჯა): - კარგად მახსოვს, რომ ასფალტის დაგებას დაგვპირდნენ და ველოდებით დაპირების ასრულებას.

 

 

 

 

ასოუდეყეგ თუ აოა რლდტქტკუოტ რაოქტეყტ სააოჩევგლ ჟარტოეყეყს?

 

თეა ჭელიძე (18 წლის, სოფელი მელექედური): - ხანდახან - კი, ხანდახან - არა, გააჩნია. ისე, აპოლიტიკური ადამიანი ვარ და დიდად არ ვაკვირდები, დანაპირებებს ასრულებენ თუ არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

 

ბექა ბექაძე (18 წლის, დაბა ნასაკირალი): - არა, არ ასრულებენ, ეს არის ჩემი პასუხი. საქმეების კეთება და ვალდებულება უფრო ხელისუფლების პრეროგატივაა და არა - პოლიტიკური პარტიების.

 

 

 

გამოკითხვა ჩაატარეს

ჟანა მეგრელიშვილმა

(„გურიანიუსი“)

და გიორგი გირკელიძემ

 

(„21-ს ქვემოთ“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია