დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირება სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია
ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირება სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია
სულ ნანახია 1281
ავტორი:

თელავში, ახალგაზრდების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას, 2016 წელს საქართველოში რა არჩევნები ჩატარდება. სტუდენტების ნაწილი კი, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ, იმედოვნებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება.

 

გამოკითხული სტუდენტების განცხადებით, მთავარია, ახალმა პარლამენტმა ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. მათი განცხადებით, სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად უნდა მოხდეს მოსახლეობის მეტი ინფორმირება, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე მათ აქტიურობას.იოსებ რუაძე: „არ ვიცი, რა არჩევნები მოდის 2016 წელს. ჩემს გარშემოც ცოტა ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ საკითხით. მათ არ აინტერესებთ, როდის რა არჩევნები ჩატარდება. ჩემი აზრით, არჩევნების შემდგომ პარლამენტმა უმუშევრობის პრობლემა უნდა მოაგვაროს.

გარდა ამისა, სტუდენტები ან აბიტურიენტები, რომლებიც კარგად სწავლობენ და ვერ იხდიან გადასახადებს უნივერსიტეტებში, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული სახის შეღავათები.“

 

ეკა ბოტკოველი: „არ ვიცი, რა არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმედი მაქვს, სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება.“

 

 

თინა გიუნაშვილი: „თუ არ ვცდები, საპარლამენტო არჩევნები მოდის და იმედი მაქვს, ყოველგვარი გაყალბების და დაპირისპირებების გარეშე ჩატარდება. ახალგაზრდები დაინტერესებულები ვართ საარჩევნო საკითხებით. მე წავალ არჩევნებზე და დავაფიქსირებ ჩემს არჩევანს.“

 

თათია აივაზაშვილი: „არ ვიცი, რა არჩევნები მოდის. ჩემს გარშემოც ბევრ ახალგაზრდას არ აინტერესებს. მიზეზი ალბათ არის ის, რომ არაფრის იმედი არ გვაქვს.“

 

მაკა ბოტკოველი: „2016 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ჩემი მოლოდინია, რომ პარლამენტი დაკომპლექტდება ისეთი  ჯგუფით, რომელიც პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. მაგალითად, თელავში არ არის გასართობი ცენტრები, პარკები. არ არის ისეთი დაწესებულებები, სადაც ახალგაზრდები გაერთობიან  და ინფორმაციასაც მიიღებენ. მე საპარლამენტო არჩევნებზე მივალ და მივცემ ხმას ჩემს სასურველ კანდიდატს. არჩევანს კანდიდატის საარჩევნო პროგრამის და დაპირებების მიხედვით გავაკეთებ, ასევე მივიღებ რჩევებს ჩემზე უფროსი ადამიანებისგან და გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. ისეთი ტრენინგები, რომელიც ,,რეგიონული მედიის ასოციაციამ’’ თელავში ჩაატარა, საშუალებას გვაძლევს, ამ პროცესებზე უფრო მეტი ვიცოდეთ და ჩავერთოთ აქტიურად. იმედი მაქვს, ახალგაზრდები იაქტიურებენ და თავის აზრს დააფიქსირებენ არჩევნებზე.“

 

მაკა ხაზიური

 

გაზეთი „კახეთის ხმა“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია